https://sputnik-georgia.com/20221209/animaciuri-pilmi-vepxistkaosani-ekranebze-gamovida-272885164.html
ანიმაციური ფილმი „ვეფხისტყაოსანი“ ეკრანებზე გამოვიდა
ანიმაციური ფილმი „ვეფხისტყაოსანი“ ეკრანებზე გამოვიდა
Sputnik საქართველო
ეს პოემის პირველი ეკრანიზაციაა. პროექტის რეჟისორი და სცენარისტია მხატვარი-ვიზუალისტი მირზა დავითაია. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T18:58+0400
2022-12-09T18:58+0400
2022-12-09T21:53+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/05/239310565_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_fbdf57c773bdc8addc824addac6c45f0.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კინოეკრანებზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი გამოვიდა.ეს პოემის პირველი ეკრანიზაციაა. ფირის ქრონომეტრაჟი 108 წუთია. წარმოება – კინოსტუდია GI-Films. პროექტის რეჟისორი და სცენარისტია მხატვარი-ვიზუალისტი მირზა დავითაია, რომელიც საქართველოდან აშშ-ში 8 წლის წინ გადავიდა.ანიმაციურ ფილმში დავითაიამ გამოიყენა როგორც ტრადიციული 2D და 3D ანიმაციის ტექნიკა, ასევე ექსპერიმენტული მიდგომები.კერძოდ, ფილმში გამოყენებულია როტოსკოპია. ეს არის ანიმაციური ტექნიკა, რომლის დროსაც ფილმის ანიმაციური ან კომბინირებული ნაწილი იქმნება გადაღებული კინოფირის კადრების გადახატვით, რეალური მსახიობებითა და დეკორაციებით.რაც შეეხება სიუჟეტს, დავითაიას თქმით, მისი მისია იყო ეს წარმოუდგენელი ამბავი ფართო აუდიტორიამდე მიეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ადაპტაციისთვის მან ბევრი რამ შეცვალა, რათა ისტორია უფრო აქტუალური ყოფილიყო თანამედროვე აუდიტორიისთვის, მთავარი სიუჟეტი უცვლელი დარჩა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/05/239310565_227:0:1810:1187_1920x0_80_0_0_d58a268f82afa3f593a5d8e3ab6a373a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ანიმაციური ფილმი „ვეფხისტყაოსანი“ ეკრანებზე გამოვიდა
18:58 09.12.2022 (განახლებულია: 21:53 09.12.2022) ეს პოემის პირველი ეკრანიზაციაა. პროექტის რეჟისორი და სცენარისტია მხატვარი-ვიზუალისტი მირზა დავითაია.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კინოეკრანებზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი გამოვიდა.
ეს პოემის პირველი ეკრანიზაციაა. ფირის ქრონომეტრაჟი 108 წუთია. წარმოება – კინოსტუდია GI-Films. პროექტის რეჟისორი და სცენარისტია მხატვარი-ვიზუალისტი მირზა დავითაია, რომელიც საქართველოდან აშშ-ში 8 წლის წინ გადავიდა.
ანიმაციურ ფილმში დავითაიამ გამოიყენა როგორც ტრადიციული 2D და 3D ანიმაციის ტექნიკა, ასევე ექსპერიმენტული მიდგომები.
კერძოდ, ფილმში გამოყენებულია როტოსკოპია. ეს არის ანიმაციური ტექნიკა, რომლის დროსაც ფილმის ანიმაციური ან კომბინირებული ნაწილი იქმნება გადაღებული კინოფირის კადრების გადახატვით, რეალური მსახიობებითა და დეკორაციებით.
რაც შეეხება სიუჟეტს, დავითაიას თქმით, მისი მისია იყო ეს წარმოუდგენელი ამბავი ფართო აუდიტორიამდე მიეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ადაპტაციისთვის მან ბევრი რამ შეცვალა, რათა ისტორია უფრო აქტუალური ყოფილიყო თანამედროვე აუდიტორიისთვის, მთავარი სიუჟეტი უცვლელი დარჩა.