https://sputnik-georgia.com/20221208/ukraineli-xalxis-genocidi-272818295.html
აშშ-ის სენატის კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის მოქმედებები გენოციდად აღიარა
აშშ-ის სენატის კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის მოქმედებები გენოციდად აღიარა
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს გენოციდად აღიარებს. 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T11:26+0400
2022-12-08T11:26+0400
2022-12-08T16:23+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22789/39/227893910_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d6baa1e7f39446377028e09481b07b6e.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს გენოციდად აღიარებს.რეზოლუცია კომიტეტის საიტზეა გამოქვეყნებული.რეზოლუციის ავტორები არიან სენატორები ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რიჩარდ ბლუმენტალი და ლინდსი გრემი.დოკუმენტი გმობს რუსეთს „უკრაინის ხალხის წინააღმდეგ გენოციდის აქტებისთვის“ და მოუწოდებს აშშ-სა და მის მოკავშირეებს, კვლავაც განაგრძონ უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა.როგორც რეზოლუციის თანაავტორმა ბენ კარდინმა აღნიშნა, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უთვალავ საერთაშორისო კონვენციას ეწინააღმდეგება და მხოლოდ გენოციდად შეიძლება შეფასდეს.აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს, რომელიც სენატში განსახილველად ივლისში შეიტანეს, მხარს უჭერდნენ როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები.მანამდე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. იგივე რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმაც. ანალოგიური დოკუმენტი რამდენჯერმე შევიდა აშშ-ის კონგრესშიც, მაგრამ აქამდე არცერთი მათგანი არ მიუღიათ. როგორც შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს, ისინი არ აპირებენ აღიარონ რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ ქვეყნად, ვინაიდან ამან შესაძლოა მარცვლეულის გარიგებას შეუშალოს ხელი.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22789/39/227893910_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3f99f29c7aa8b2d911f0be4de0d8cd25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა
საერთაშორისო პანორამა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს გენოციდად აღიარებს.
რეზოლუცია კომიტეტის საიტზეა
გამოქვეყნებული.
რეზოლუციის ავტორები არიან სენატორები ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რიჩარდ ბლუმენტალი და ლინდსი გრემი.
დოკუმენტი გმობს რუსეთს „უკრაინის ხალხის წინააღმდეგ გენოციდის აქტებისთვის“ და მოუწოდებს აშშ-სა და მის მოკავშირეებს, კვლავაც განაგრძონ უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა.
„ეს რეზოლუცია გმობს უკრაინელი ხალხის მიმართ აქტიურ გენოციდს და მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას, იმუშავოს მოკავშირეებთან გენოციდის მომავალი აქტების აღსაკვეთად. ამასთან მხარს უჭერს გამოძიებასა და ამ საშინელ ქმედებებში დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიც არსებობისთვის იბრძვის“, − განაცხადა სენატორმა რიშმა.
როგორც რეზოლუციის თანაავტორმა ბენ კარდინმა აღნიშნა, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უთვალავ საერთაშორისო კონვენციას ეწინააღმდეგება და მხოლოდ გენოციდად შეიძლება შეფასდეს.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს, რომელიც სენატში განსახილველად ივლისში შეიტანეს, მხარს უჭერდნენ როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები.
მანამდე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. იგივე რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმაც. ანალოგიური დოკუმენტი რამდენჯერმე შევიდა აშშ-ის კონგრესშიც, მაგრამ აქამდე არცერთი მათგანი არ მიუღიათ. როგორც შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს, ისინი არ აპირებენ აღიარონ რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ ქვეყნად, ვინაიდან ამან შესაძლოა მარცვლეულის გარიგებას შეუშალოს ხელი.