უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს.
ხოფერიას ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში არ გაიმართება და მას გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში დღესვე გადაასვენებენ.
25 წლის ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ერთ-ერთი დაბომბვისას ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და ქართველი მებრძოლი 1 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. საომარი მოქმედებების გამო ბოლო დღეებში დაღუპული ხუთი ქართველი სამხედროს გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
ყველა ახალი ამბავი
0