თბილისის აეროპორტში ტერორისტი ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავეს

© State Security Service of Georgiaთბილისის აეროპორტში ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავეს
თბილისის აეროპორტში ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავეს - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
ბრალდება სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი ფიგურა, საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.
© State Security Service of Georgiaტერორისტ ცისკარა ტოხოსაშვილის დაკავება
Задержание Цискары Тохосашвили (Эмир Иса) сотрудниками Контртеррористического центра Службы государственной безопасности Грузии  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
ტერორისტ ცისკარა ტოხოსაშვილის დაკავება
ტერორისტული დაჯგუფების წევრებს შორის ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლება. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან.
უკრაინაში დაკავებული ტერორისტი ცეზარ ტოხოსაშვილია: ერთობლივი ოპერაცია>>>
კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით – უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება 10-დან 17-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ტერორიზმის ბრალდებით უკრაინაში დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი – „ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. საქართველოში მისი ექსტრადიცია 2020 წელს განხორციელდა, სადაც სასჯელს ამ დრომდე იხდის.
ყველა ახალი ამბავი
0