თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება

© courtesy of Georgian Water and Power - GWP LTDკომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) ლოგოტიპი
კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
წყლის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი კომპანიის მიერ წარმოებული ტექნიკური სამუშაოებია.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. თბილისის რამდენიმე რაიონს 9-10 დეკემბერს წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, ხვალ, 9 დეკემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ღრმაღელე-ვაზისუბნის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოები ასევე პარალელურად ოთხ სხვადასხვა მისამართზე შესრულდება – ვაზისუბნის რეზერვუარზე ახლით შეიცვლება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები; სატუმბ სადგურში წყალსადენის ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები; კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ქვალონისა და უშაკოვის ქუჩებზე გადაუდებელ სამუშაოებს შეასრულებენ და ახალ ურდულებს დაამონტაჟებენ.

კომპანიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 დეკემბრის 14:00 საათიდან 10 დეკემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ჩუღურეთისა და ისნის რაიონებს, ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ვარკეთილის IV მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ასევე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს.

ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0