საქართველოს მოქალაქემ პოლონეთში სირიელი ლტოლვილების უკანონოდ გადაყვანა სცადა

© social network / Polska Policjaპოლიცია პოლონეთში
პოლიცია პოლონეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
ავტობუსში აღმოჩნდა 23 სირიელი ლტოლვილი, რომელთა უმეტესობა საბუთების გარეშე იყო.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სირიის მოქალაქეების დახმარების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, იუწყება პოლონური მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სლოვაკეთის საზღვართან მდებარე სოფელ ხოხოლუვში საეჭვო ავტობუსი გააჩერეს.
მედია იუწყება, რომ მძღოლმა, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, ჯერ დაამუხრუჭა, შემდეგ კი აუჩქარა და პოლიციის მანქანას დაეჯახა. ავტობუსში 23 სირიელი ლტოლვილი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა საბუთების გარეშე იყო.
პოლონეთის ხელისუფლება ყველა არალეგალი ემიგრანტის დეპორტაციას გეგმავს, თუმცა საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ყველა ახალი ამბავი
0