https://sputnik-georgia.com/20221208/saeklesio-kalendari-8-dekemberi-272805235.html
საეკლესიო კალენდარი: 8 დეკემბერი
საეკლესიო კალენდარი: 8 დეკემბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 დეკემბერს მღვდელმოწამეთა კლიმენტი რომის პაპის და პეტრესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის, ღირსისა პეტრე მდუმარის ხსენების დღეს... 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T09:00+0400
2022-12-08T09:00+0400
2022-12-08T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252178551_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_b3ee4ea420036a110147f5c0d9030b28.jpg
მღვდელმოწამე კლიმენტი - რომის პაპიმღვდელმოწამე კლიმენტი რომში დაიბადა იმპერატორ ტიბერიუს I-ის (14-27) დროს. პაპმა კლიმენტიმ მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. წარმართებმა, რომლებიც ხედავდნენ მღვდელმთავრის წარმატებულ მოციქულებრივ მოღვაწეობას, იმპერატორ ტრაიანესთან (98-117) დაასმინეს - წარმართულ ღმერთებს შეურაცხყოფსო. უღმრთო თვითმპყრობელმა დედაქალაქიდან განდევნა უფლის რჩეული და ყირიმში გაგზავნა, ქალაქ ხერსონესის (დღევანდელი სევასტოპოლი) მახლობლად მდებარე ინკერმანის ქვის სამტეხლოებში სამუშაოდ. წმიდანის მრავალმა მოწაფემ ნებსითი დევნულება არჩია მოძღვართან განშორებას და თან გაჰყვა ნეტარ მღვდელმთავარს. გადასახლების ადგილზე ჩასულ კლიმენტის აქ დახვდა მრავალი ქრისტიანი, რომელთაც უმძიმეს პირობებში მუშაობა ჰქონდათ მისჯილი და სასმელ წყალსაც კი მოკლებულნი იყვნენ.წმიდანის მოციქულებრივმა ღვაწლმა განარისხა იმპერატორი ტრაიანე და ბრძანა, ნეტარი მწყემსმთავარი დაეხრჩოთ. მაშინ უსჯულოებმა უფლის რჩეულს ყელზე ღუზა გამოაბეს და შავ ზღვაში დანთქეს. ეს მოხდა 101 წელს.მღვდელმთავარმა კლიმენტიმ დაგვიტოვა ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ - მოციქულთა წერილების შემდეგ ქრისტიანული სწავლების პირველი წერილობითი ძეგლები. მღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსიმღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიაში დაიბადა და აღიზარდა. ღრმად განსწავლული მამა ალექსანდრიის სასწავლებელს განაგებდა. 300 წელს მან თავისი მასწავლებლისა და სულიერი მოძღვრისგან - წმიდა თეონასგან ალექსანდრიის ეკლესიის მესაჭეობა მიიღო. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ (284-305) ქრისტიანთა დევნისას, ნეტარი პეტრე ქალაქიდან განდევნეს. დევნისა და შევიწროების მიუხედავად ალექსანდრიის ეკლესია პეტრე ალექსანდრიელის ბრძნული ხელმძღვანელობით მტკიცდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. ღამის უკუნში წმიდა მწყემსმთავარი ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი, სადაც ადრე წმიდა მოციქული მარკოზი დასაჯეს სიკვდილით. ეს მოხდა 311 წელს.ღირსი პეტრე მდუმარეღირსი პეტრე მდუმარე, გალატელი იერუსალიმში მოღვაწეობდა (+429). იგი წელიწადში ორჯერ იხსენიება, 1 თებერვალს და 25 ნოემბერს. ცნობები ნეტარი მამის შესახებ იხილეთ 1 თებერვლის საკითხავებში.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
https://sputnik-georgia.com/20221207/saeklesio-kalendari-7-dekemberi-272770183.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252178551_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_1e8ea2caacb175c00f4fdf385a14e8eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 8 დეკემბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 დეკემბერს მღვდელმოწამეთა კლიმენტი რომის პაპის და პეტრესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის, ღირსისა პეტრე მდუმარის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მღვდელმოწამე კლიმენტი - რომის პაპი
მღვდელმოწამე კლიმენტი რომში დაიბადა იმპერატორ ტიბერიუს I-ის (14-27) დროს. პაპმა კლიმენტიმ მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. წარმართებმა, რომლებიც ხედავდნენ მღვდელმთავრის წარმატებულ მოციქულებრივ მოღვაწეობას, იმპერატორ ტრაიანესთან (98-117) დაასმინეს - წარმართულ ღმერთებს შეურაცხყოფსო. უღმრთო თვითმპყრობელმა დედაქალაქიდან განდევნა უფლის რჩეული და ყირიმში გაგზავნა, ქალაქ ხერსონესის (დღევანდელი სევასტოპოლი) მახლობლად მდებარე ინკერმანის ქვის სამტეხლოებში სამუშაოდ. წმიდანის მრავალმა მოწაფემ ნებსითი დევნულება არჩია მოძღვართან განშორებას და თან გაჰყვა ნეტარ მღვდელმთავარს. გადასახლების ადგილზე ჩასულ კლიმენტის აქ დახვდა მრავალი ქრისტიანი, რომელთაც უმძიმეს პირობებში მუშაობა ჰქონდათ მისჯილი და სასმელ წყალსაც კი მოკლებულნი იყვნენ.
წმიდანის მოციქულებრივმა ღვაწლმა განარისხა იმპერატორი ტრაიანე და ბრძანა, ნეტარი მწყემსმთავარი დაეხრჩოთ. მაშინ უსჯულოებმა უფლის რჩეულს ყელზე ღუზა გამოაბეს და შავ ზღვაში დანთქეს. ეს მოხდა 101 წელს.
მღვდელმთავარმა კლიმენტიმ დაგვიტოვა ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ - მოციქულთა წერილების შემდეგ ქრისტიანული სწავლების პირველი წერილობითი ძეგლები.
მღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი
მღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიაში დაიბადა და აღიზარდა. ღრმად განსწავლული მამა ალექსანდრიის სასწავლებელს განაგებდა. 300 წელს მან თავისი მასწავლებლისა და სულიერი მოძღვრისგან - წმიდა თეონასგან ალექსანდრიის ეკლესიის მესაჭეობა მიიღო. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ (284-305) ქრისტიანთა დევნისას, ნეტარი პეტრე ქალაქიდან განდევნეს. დევნისა და შევიწროების მიუხედავად ალექსანდრიის ეკლესია პეტრე ალექსანდრიელის ბრძნული ხელმძღვანელობით მტკიცდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. ღამის უკუნში წმიდა მწყემსმთავარი ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი, სადაც ადრე წმიდა მოციქული მარკოზი დასაჯეს სიკვდილით. ეს მოხდა 311 წელს.
ღირსი პეტრე მდუმარე, გალატელი იერუსალიმში მოღვაწეობდა (+429). იგი წელიწადში ორჯერ იხსენიება, 1 თებერვალს და 25 ნოემბერს. ცნობები ნეტარი მამის შესახებ იხილეთ 1 თებერვლის საკითხავებში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.