https://sputnik-georgia.com/20221208/rustavelis-gazmirze-transportis-mozraoba-seizrudeba-272839919.html
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
შეზღუდვა 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 9 დეკემბრის 01:00 საათამდე და 9 დეკემბრის 12:00-დან 23:00 საათამდე იმოქმედებს. 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T19:20+0400
2022-12-08T19:20+0400
2022-12-08T21:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0d/263577536_0:189:3199:1988_1920x0_80_0_0_dfc1f824d7f5bbce603f1491ff0f8f79.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირიდან, კერძოდ, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ვაჩნაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.შეზღუდვა 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 9 დეკემბრის 01:00 საათამდე და 9 დეკემბრის 12:00-დან 23:00 საათამდე იმოქმედებს.დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ფურცელაძის ქუჩებიდან, ხოლო თავისუფლების მოედნიდან გადაადგილება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით აიკრძალება.თავისუფლების მოედნიდან მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გუდიაშვილის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხიასა და ინაშვილის ქუჩების საშუალებით გადაადგილდებიან, ხოლო მთაწმინდის დანარჩენი ქუჩებიდან მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, კაკაბაძის, მაყაშვილისა და ბარნოვის ქუჩების გამოყენებით.„რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს: ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებით, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0d/263577536_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c08869be6c053e7aea37061f520adc4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
19:20 08.12.2022 (განახლებულია: 21:56 08.12.2022) შეზღუდვა 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 9 დეკემბრის 01:00 საათამდე და 9 დეკემბრის 12:00-დან 23:00 საათამდე იმოქმედებს.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირიდან, კერძოდ, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ვაჩნაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
შეზღუდვა 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 9 დეკემბრის 01:00 საათამდე და 9 დეკემბრის 12:00-დან 23:00 საათამდე იმოქმედებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ფურცელაძის ქუჩებიდან, ხოლო თავისუფლების მოედნიდან გადაადგილება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით აიკრძალება.
თავისუფლების მოედნიდან მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გუდიაშვილის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხიასა და ინაშვილის ქუჩების საშუალებით გადაადგილდებიან, ხოლო მთაწმინდის დანარჩენი ქუჩებიდან მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, კაკაბაძის, მაყაშვილისა და ბარნოვის ქუჩების გამოყენებით.
„რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს: ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებით, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებს.