ორშაბათი არა! დასახელდა სიგარეტისთვის თავის დასანებებლად ყველაზე კარგი დღე

© Pixabay / Myriams-Fotosარა სიგარეტს!
არა სიგარეტს! - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
თუ სიგარეტისთვის თავის დანებებას აპირებთ, ნუ აირჩევთ ამისთვის ორშაბათს – სპეციალისტების თქმით, ეს ყველაზე შეუფერებელი დღეა.
მწეველები, რომლებიც თამბაქოსთვის თავის დანებებას აპირებენ, რატომღაც ყოველთვის ორშაბათს ირჩევენ ამ შესანიშნავი აქციის დასაწყებად. შესაძლოა იმიტომ, რომ ახალი კვირის პირველი დღე ახალ ცხოვრებასთან ასოცირდება, ან უბრალოდ კვირის პირველი დღიდან ათვლა უფრო გაუმარტივდებათ.
მაგრამ ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს ცუდი და არაეფექტური იდეაა, რომ ორშაბათი ყველაზე ცუდი დღეა ამ მავნე ჩვევაზე უარის სათქმელად.
სპეციალისტების თქმით, საუკეთესო დღე „სიგარეტის გადასაგდებად“ − პარასკევია, თანაც, საღამო.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, მწეველ ადამიანს, რომელიც სიგარეტისთვის თავის დანებებას აპირებს, მოწევის ყველაზე ძლიერი მოთხოვნილება ბოლო სიგარეტიდან 8 საათის შემდეგ უჩნდება. სწორედ ამითაა განპირობებული „დილიდან არ მოვწევ“ მისიის გარდაუვალი ჩავარდნა.
ამიტომ შეეცადეთ, რომ:
პარასკევს ძილის წინ სიგარეტი აღარ მოწიოთ და ისე დაწვეთ დასაძინებლად. ასე თქვენ ძილში გაატარებთ იმ ყველაზე მწვავე რვასაათიან პერიოდს, რომლის გადატანაც ძალიან, ძალიან უჭირთ ადამიანებს.
შაბათს რომ გაიღვიძებთ, მსუბუქად ისაუზმეთ. და შეეცადეთ გაუძლოთ ჭამის შემდეგ მოწევის ცდუნებას. კარგი იქნება, თუ ამისთვის წინასწარ მოემზადებით − თავს შთააგონებთ, რომ ეს ჩვევა საერთოდ უნდა მოსპოთ.
რადგან შაბათი და კვირა უქმეებია, შეგიძლიათ დღის უმეტესი ნაწილი ძილში გაატაროთ. ასე სიგარეტს არ კი არა, უბრალოდ ვერ მოწევთ.
თუ არ დაიძინებთ, მაშინ მოიმარაგეთ შავი შოკოლადი და ბანანი, რომლის მცირე-მცირე ულუფები გუნებაზეც მოგიყვანთ და თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ. ამასთან, შავი შოკოლადის ნატეხი შესანიშნავად თრგუნავს მადას, რაც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ჭამას.
გარდა ამისა, კარგი გამოსავალია მანდარინისა და ფორთოხლის მომარაგებაც. ციტრუსებს, გარდა იმისა, რომ C ვიტამინის მარაგს შეგივსებთ და ამით ორგანიზმში ნიკოტინის რაოდენობას შეამცირებს, კიდევ ერთი სასარგებლო ეფექტი ექნება − მათი გაფცქვნა ხელში სიგარეტის ჭერის მოთხოვნილებას დაგავიწყებთ. იგივე ფუნქციის შესრულება შეუძლია ბროწეულსაც.
საკვებად სპეციალისტები გირჩევენ ბადრიჯანს, პომიდორსა და წითელ ბულგარულ წიწაკას, და მათგან მომზადებულ სალათებს. ეს ბოსტნეული ნიკოტინის მცირე დოზებს შეიცავს და მოთხოვნილებას ცოტათი მაინც დაგიკმაყოფილებთ. ნიკოტინს ასევე შეიცავს ჯანჯაფილი და შავი შოკოლადი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ.
სიგარეტზე უარის სათქმელად ყველაზე ექსტრემალური პროდუქტი რძე და რძის ნაწარმია. როგორც კი მოწევა მოგინდებათ, მაშინვე ერთი ჭიქა რძე მიირთვით, და თუ მაინც გააბოლებთ, ნახავთ, რა საშინელი, უფრო სწორად, საზიზღარი გემო აქვს თამბაქოს. მეცნიერების თქმით, რაც მეტ რძის ნაწარმს მიიღებთ, „სიგარეტის გადაგდება“ მით უფრო გაგიიოლდებათ.
მოკლედ, თუ პარასკევის საღამოდან ორშაბათის დილამდე ამ რეკომენდაციების თანახმად იმოქმედებთ და არ მოწევთ, ორშაბათისთვის უკვე სერიოზული წინსვლა გექნებათ.

რატომაა რთული მოწევის მიტოვება

ეს ძალიან მარტივი ასახსნელია.
საქმე ისაა, რომ ნიკოტინი − ნეირომედიატორების არასრულფასოვანი ანალოგია. ეს ის ნივთიერებებია, რომელთა წყალობითაც ხდება სხვადასხვა კუნთებს შორის (მათ შორის, გულისა) ნერვული იმპულსების გადაცემა.
როდესაც ადამიანი ეწევა, ორგანიზმში ბუნებრივი ნეირომედიატორების გამომუშავება ქვეითდება. მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ კი მათი წარმოქმნის განახლებას დრო სჭირდება.
სწორედ ამ დროში განიცდის ადამიანი ყველაზე მეტ სტრესს სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ. როგორც კი ნეირომედიატორების გამომუშავება აღდგება, სიგარეტი აღარც კი გაგახსენდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0