როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს? ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები

© photo: Sputnik / Alexander Kondratyk / გადასვლა მედიაბანკშითერმომეტრი
თერმომეტრი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
ექიმების თქმით, გრიპის ვირუსი „ომიკრონზე“ უფრო რთულად მიმდინარეობს.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ რესპირატორული სიმპტომები ხუთი დღის მანძილზეა შენარჩუნებული, რეკომენდებულია პაციენტმა ექიმს მიმართოს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
სეზონური ვირუსების გამო კლინიკები გადატვირთულია. დაავადების პრევენციისთვის მედიკოსები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებენ რეკომენდაციებს. ისინი მათ მოუწოდებენ, სიმპტომების დროს ატარონ პირბადე, მაქსიმალურად ეცადონ არ გავიდნენ ქუჩაში, რათა ინფექცია არ გავრცელდეს.

„როგორც წესი, ამ ვირუსებს ახასიათებს რესპირაციული სიმპტომები და მაღალი ტემპერატურა, რომელიც 4-5 დღე გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევები და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა 7 დღის მანძილზე რჩება, უკვე საყურადღებოა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, შედარებით დაბალი ტემპერატურის დროს მიზანშეწონილი არ არის თვითმკურნალობა და სხვადასხვა სიცხის დამწევი მედიკამენტის მიღება.
„ასეთ დროს შეგვიძლია მივმართოთ ექიმს და მივიღოთ თუნდაც სატელეფონო კონსულტაცია. ოჯახის ექიმები მზად არიან პაციენტთან ბინაზეც მივიდნენ“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოში „ჰონგ-კონგის“ გრიპი ვრცელდება>>>
რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პერიოდში მათ მეტი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
„ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. თუ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვირუსის მინიმალური სიმპტომები აქვს, ტემპერატურაც რომ არ აღენიშნებოდეს, უმჯობესია მშობელმა იგი სკოლაში ან ბაღში არ გაუშვას“, – აღნიშნა გაბუნიამ.
სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულთა რაოდენობა პიკს ახალი წლისთვის მიაღწევს. ქვეყანაში ძირითადად გავრცელებულია რინოვირუსები, ადენოვირუსები, ე.წ ჰონკონგის შტამი (H3N2) და კორონავირუსის ქვეტიპი.
ექიმების თქმით, გრიპის ვირუსი „ომიკრონზე“ უფრო რთულად მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0