რეზოლუცია უკრაინელთა გენოციდის შესახებ: აშშ-ში რუსეთის საელჩოს რეაქცია

© photo: Sputnik / Mikhail Turgiev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საელჩო ვაშინგტონში
რუსეთის საელჩო ვაშინგტონში - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. რუსეთი უარყოფს აშშ-ის სენატის კომიტეტის რეზოლუციაში გამოთქმულ ბრალდებებს, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს, ნათქვამია ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

„კატეგორიულად უარვყოფთ კონგრესის ზედა პალატის კომიტეტის რეზოლუციაში შესულ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდს წარმოადგენს. მსგავსი ინსინუაციები ფაქტების აშკარა დამახინჯებაა“, − ნათქვამია რუსეთის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

როგორც საელჩოში ამბობენ, ამერიკელი კანონმდებლები თავიანთი რუსოფობიული განწყობის გასამართლებლად გაეროს დოკუმენტების ფორმულირებებით ჟონგლიორობენ და „გოლოდომორის“ შესახებ უკრაინელი ნაციონალისტების ფსევდოისტორიულ პოსტულატებს ეყრდნობიან.
„ამერიკელი პარლამენტარები რვა წლის განმავლობაში არ აქცევდნენ ყურადღებას დონბასის მოსახლეობის ტანჯვას კიევის რეჟიმის მიერ. ისინი ახლაც დუმან, როდესაც დონეცკსა და ლუგანსკში უკრაინის არმიის შეტევების მსხვერპლი ქალები, ბავშვები და მოხუცები ხდებიან“, − წერს საელჩო.
ამის გამო რუსეთის დიპლომატიური მისია კაპიტოლიუმს ანტირუსული ინიციატივების კონვეიერად მოიხსენიებს.
სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა 7 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც სენატში განსახილველად ივლისში შეიტანეს სენატორებმა ჯიმ რიშმა, ბენ კარდინმა, რიჩარდ ბლუმენტალმა და ლინდსი გრემმა. დოკუმენტი გმობს რუსეთს „უკრაინის ხალხის წინააღმდეგ გენოციდის აქტებისთვის“ და მოუწოდებს აშშ-სა და მის მოკავშირეებს, გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ „ამ საშინელებებში დამნაშავეები“.
მანამდე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. იგივე რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმაც. ანალოგიური დოკუმენტი რამდენჯერმე შევიდა აშშ-ის კონგრესშიც, მაგრამ აქამდე არცერთი მათგანი არ მიუღიათ. როგორც შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს, ისინი არ აპირებენ აღიარონ რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ ქვეყნად, ვინაიდან ამან შესაძლოა მარცვლეულის გარიგებას შეუშალოს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0