რამდენი სესხი გაიცა ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად

© courtesy of Botanical Gardenხორბლის ყანა შავნაბადას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე
ხორბლის ყანა შავნაბადას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
ამ სესხების გაცემის მიზანი ფერმერებისათვის ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯის შემცირება და მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების ხელშეწყობაა.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11.960 სესხია გაცემული, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ მიმართულებით სესხების გაცემის მიზანი ფერმერებისათვის ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯის შემცირება და მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების ხელშეწყობაა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობა მოიცავდა: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.
ქართველი ფერმერები აგროკრედიტით დრონისა და მეტეოსადგურის ყიდვას შეძლებენ>>
სოფლის განვითარების სააგენტო გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი, საიდანაც ნახევარს, წლიურ 9%-ს სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა 5.000 ლარიდან 100.000 ლარის ჩათვლით იყო განსაზღვრული.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში საფინანსო ინსტიტუტების მიერ სესხები მიმდინარე წლის 22 მარტიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიცემოდა.
ყველა ახალი ამბავი
0