ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს თასის მფლობელი გახდა

© Georgian Football Federationქუთაისის „ტორპედომ" სუპერთასი მოიგო
ქუთაისის „ტორპედომ სუპერთასი მოიგო - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
გუნდმა კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით თასი მესამედ მოიპოვა.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი გახდა – ფინალში გუნდმა ბათუმის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივი-2“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. ქუთაისელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს თბილისის გუნდის კართან, თუმცა „ლოკომოტივის“ დაცვამ კარგად ითამაშა.
თამაშის ხასიათი მეორე ტაიმის დასაწყისშიც არ შეცვლილა. პირველი გოლი 54-ე წუთზე კაბალიერომ გაიტანა გიორგი არაბიძის გადაცემის შემდეგ.
საკუთარი უპირატესობა „ტორპედომ“ 61-ე წუთზე განამტკიცა – გიორგი ქიმაძემ ლევან გეგეჭკორის გადაცემა გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახდა.
კახა ჩხეტიანის გუნდმა საქართველოს თასი მესამედ მოიპოვა. სულ კი გუნდმა თასი ხუთჯერ აიღო – სხვა მწვრთნელების ხელმძღვანელობით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0