https://sputnik-georgia.com/20221208/negatiuri-ganwyobis-upiratesoba-272834883.html
ნეგატივის პლუსები: რა უპირატესობა აქვს ბუზღუნსა და ცუდ განწყობას
ნეგატივის პლუსები: რა უპირატესობა აქვს ბუზღუნსა და ცუდ განწყობას
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. როდესაც ადამიანი ცუდ გუნებაზეა და ბუზღუნებს, მოვლენებს უფრო ნათლად და მკაფიოდ აღიქვამს, ირწმუნება ახალი სამხრეთ უელსის... 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T17:13+0400
2022-12-08T17:13+0400
2023-08-03T17:38+0400
ფსიქოლოგია
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/20/246232070_0:86:1920:1166_1920x0_80_0_0_5a60459f530b38a0aa992cafc25da890.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. როდესაც ადამიანი ცუდ გუნებაზეა და ბუზღუნებს, მოვლენებს უფრო ნათლად და მკაფიოდ აღიქვამს, ირწმუნება ახალი სამხრეთ უელსის (ავსტრალია) უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯო ფორგასი.უფრო მეტიც, პროფესორს მიაჩნია, რომ ნეგატიური აზროვნება, რომელიც უნდობლობიდან და სიფრთხილიდან მომდინარეობს, ხშირად ეხმარება ადამიანს ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებაში.იმ დასკვნამდე, რომ გამუდმებით ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანები პოზიტიურებზე გაცილებით უკეთ აზროვნებენ და სწორ გადაწყვეტილებებსაც იღებენ, პროფესორი კვლევის საფუძველზე მივიდა. კვლევისას ფორგასმა მოხალისეთა ჯგუფს სხვადასხვა განწყობის ფილმები უჩვენა, მერე კი მათი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მოვლენების გახსენება სთხოვა, რათა მათი გუნება-განწყობა შეეცვალა — კარგისკენ ან ცუდისკენ.ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს თვითმხილველთა ნაამბობი ნამდვილი და გამოგონილი ამბები წაუკითხეს და სთხოვეს, გაეანალიზებინათ მონათხრობი და გამოეცნოთ, რომელი მათგანი იყო რეალური და რომელი — შეთხზული.და აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში ცუდ გუნებაზე მყოფმა ადამიანებმა ბევრად მაღალი შედეგები აჩვენეს, ვიდრე კარგ განწყობაზე მყოფებმა. ნეგატიურები შეუდარებლად ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ და მთლიანობაში ბევრად ლოგიკურად მსჯელობდნენ. გარდა ამისა, ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ ნეგატიურად მოაზროვნეების მოტყუება ბევრად რთულია.გარდა ამისა, ექსპერიმენტების დროს ფორგასი ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ სევდიანი ადამიანი თავის არგუმენტებს ფურცელზე დიდი ოსტატობით აყალიბებს. და ეს, მეცნიერის აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ „ზომიერად ნეგატიურ განწყობას რეალურად შეუძლია ჩამოაყალიბოს კომუნიკაციის უფრო კონკრეტული, უფრო ადაპტირებული და, საბოლოოდ, უფრო წარმატებული სტილი“.თავის ერთ-ერთ წინა ნაშრომში პროფესორმა ფორგასმა აღნიშნა, რომ ადამიანზე ანალოგიური გავლენის მოხდენა შეუძლია ამინდსაც. მისი მტკიცებით, წვიმიანი, პირქუში დღეები მეხსიერებას ამძაფრებს, ხოლო კაშკაშა მზე ადამიანებს უფრო გულმავიწყს ხდის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/20/246232070_126:0:1795:1252_1920x0_80_0_0_dd89c9b671107ab413856894ff12583d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქოლოგია , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ფსიქოლოგია , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. როდესაც ადამიანი ცუდ გუნებაზეა და ბუზღუნებს, მოვლენებს უფრო ნათლად და მკაფიოდ აღიქვამს, ირწმუნება ახალი სამხრეთ უელსის (ავსტრალია) უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯო ფორგასი.
უფრო მეტიც, პროფესორს მიაჩნია, რომ ნეგატიური აზროვნება, რომელიც უნდობლობიდან და სიფრთხილიდან მომდინარეობს, ხშირად ეხმარება ადამიანს ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებაში.
იმ დასკვნამდე, რომ გამუდმებით ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანები პოზიტიურებზე გაცილებით უკეთ აზროვნებენ და სწორ გადაწყვეტილებებსაც იღებენ, პროფესორი კვლევის საფუძველზე მივიდა.
კვლევისას ფორგასმა მოხალისეთა ჯგუფს სხვადასხვა განწყობის ფილმები უჩვენა, მერე კი მათი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მოვლენების გახსენება სთხოვა, რათა მათი გუნება-განწყობა შეეცვალა — კარგისკენ ან ცუდისკენ.
ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს თვითმხილველთა ნაამბობი ნამდვილი და გამოგონილი ამბები წაუკითხეს და სთხოვეს, გაეანალიზებინათ მონათხრობი და გამოეცნოთ, რომელი მათგანი იყო რეალური და რომელი — შეთხზული.
და აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში ცუდ გუნებაზე მყოფმა ადამიანებმა ბევრად მაღალი შედეგები აჩვენეს, ვიდრე კარგ განწყობაზე მყოფებმა. ნეგატიურები შეუდარებლად ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ და მთლიანობაში ბევრად ლოგიკურად მსჯელობდნენ. გარდა ამისა, ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ ნეგატიურად მოაზროვნეების მოტყუება ბევრად რთულია.
„თუ პოზიტიური განწყობა ხელოვნებას, კრეატიულობას, ამოცანების გადასაჭრელად უმოკლესი გზების მოძიებას უწყობს ხელს, ნეგატიური განწყობა ყურადღებას, პასუხისმგებლურ აზროვნებას ააქტიურებს და აიძულებს ადამიანს, უფრო გულდასმით დააკვირდეს გარემომცველ სამყაროს“, − ამბობს ფსიქოლოგიის პროფესორი.
გარდა ამისა, ექსპერიმენტების დროს ფორგასი ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ სევდიანი ადამიანი თავის არგუმენტებს ფურცელზე დიდი ოსტატობით აყალიბებს. და ეს, მეცნიერის აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ „ზომიერად ნეგატიურ განწყობას რეალურად შეუძლია ჩამოაყალიბოს კომუნიკაციის უფრო კონკრეტული, უფრო ადაპტირებული და, საბოლოოდ, უფრო წარმატებული სტილი“.
თავის ერთ-ერთ წინა ნაშრომში პროფესორმა ფორგასმა აღნიშნა, რომ ადამიანზე ანალოგიური გავლენის მოხდენა შეუძლია ამინდსაც. მისი მტკიცებით, წვიმიანი, პირქუში დღეები მეხსიერებას ამძაფრებს, ხოლო კაშკაშა მზე ადამიანებს უფრო გულმავიწყს ხდის.