მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკოვმა და ვაშინგტონმა მსჯავრდებულები გაცვალეს

© photo: Sputnik / Сергей Ермохин / გადასვლა მედიაბანკშიაქცია ვიქტორ ბუტის მხარდასაჭერად
აქცია ვიქტორ ბუტის მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
ცნობილი მსჯავრდებულების გაცვლა ხუთშაბათს აბუ-დაბის აეროპორტში შედგა.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვმა და ვაშინგტონმა რუსეთში დაკავებული კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი აშშ-ში დაკავებულ რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტზე გაცვალეს, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მსჯავრდებულების გაცვლა ხუთშაბათს, 8 დეკემბერს აბუ-დაბის აეროპორტში გაიმართა.
„რუსეთის ფედერაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან ვიქტორ ბუტის გათავისუფლებაზე. ვაშინგტონი კატეგორიულ უარს აცხადებდა დიალოგზე გაცვლის სქემაში რუსეთის მოქალაქის ჩართვაზე. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებდა აქტიურ მუშაობას ჩვენი თანამემამულის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება გაცვლის ორგანიზებაზე.
2012 წელს ბუტს აშშ-ში იარაღით ვაჭრობისა და „ტერორიზმის მხარდაჭერის“ ბრალდებით 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბრიტნი გრაინერი 2022 წლის 17 თებერვალს ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0