https://sputnik-georgia.com/20221208/kaxetsi-mozards-asakiani-mamakacis-damcirebistvis-otxwliani-patimroba-miusajes-272844993.html
კახეთში მოზარდს ასაკიანი მამაკაცის დამცირების გამო ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
კახეთში მოზარდს ასაკიანი მამაკაცის დამცირების გამო ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
Sputnik საქართველო
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და პირადი... 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T23:59+0400
2022-12-08T23:59+0400
2022-12-08T23:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვანს ხანდაზმული მამაკაცის დამცირების გამო, მის სრულწლოვან თანამზრახველს კი ციხეში 6 წლის გატარება მოუწევს, იუწყება გენერალური პროკურატურა.პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე დამტკიცდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს არასრულწლოვანმა და ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა სრულწლოვანმა პირმა ყვარლის ტყეში 68 წლის მამაკაცს სცემეს, წაართვეს ფული, იძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას, რაც მობილური ტელეფონით გადაიღეს და ვიდეოს გავრცელების მუქარით, ბრალდებულებმა დაზარალებულს რამდენიმე დღის ვადაში თანხის გადაცემა მოსთხოვეს.სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად ერთ ბრალდებულს - 6 წლით, ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულს - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების შეუფარდა.გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები ჯგუფურად ძალადობით ჩადენილი ძარცვის და ჯგუფურად გამოძალვის ფაქტებზე გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.წყარო - გენერალური პროკურატურა
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, კახეთი
კახეთში მოზარდს ასაკიანი მამაკაცის დამცირების გამო ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტებზე
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვანს ხანდაზმული მამაკაცის დამცირების გამო, მის სრულწლოვან თანამზრახველს კი ციხეში 6 წლის გატარება მოუწევს, იუწყება გენერალური პროკურატურა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე დამტკიცდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს არასრულწლოვანმა და ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა სრულწლოვანმა პირმა ყვარლის ტყეში 68 წლის მამაკაცს სცემეს, წაართვეს ფული, იძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას, რაც მობილური ტელეფონით გადაიღეს და ვიდეოს გავრცელების მუქარით, ბრალდებულებმა დაზარალებულს რამდენიმე დღის ვადაში თანხის გადაცემა მოსთხოვეს.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად ერთ ბრალდებულს - 6 წლით, ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულს - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების შეუფარდა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები ჯგუფურად ძალადობით ჩადენილი ძარცვის და ჯგუფურად გამოძალვის ფაქტებზე გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.