https://sputnik-georgia.com/20221208/eqspertebi-bakuriansi-snoubordis-msoflio-cempionatis-win-saboloo-inspeqcias-caatareben-272840772.html
ექსპერტები ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის წინ საბოლოო ინსპექციას ჩაატარებენ
ექსპერტები ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის წინ საბოლოო ინსპექციას ჩაატარებენ
Sputnik საქართველო
წინასწარი რეგისტრაცია უკვე გაიარა 50 ქვეყნის 1300-მა სპორტსმენმა, 400-მდე მწვრთნელმა, ექიმმა და მსაჯმა. 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T19:58+0400
2022-12-08T19:58+0400
2022-12-08T22:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/52/247285296_46:0:1957:1075_1920x0_80_0_0_ac84b288832831e71c36611d64c53870.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისტაილის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის წინ კიდევ ერთი შემოწმება ჩატარდება – 16 იანვარს ინსპექცია თოვლის ხარისხს შეაფასებს.2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.კონკურსის მონაწილეები ორ ლოკაციაზე – კოხტასა და დიდველის მწვერვალებზე იასპარეზებენ.წინასწარი რეგისტრაცია უკვე გაიარა 50 ქვეყნის 1300-მა სპორტსმენმა, 400-მდე მწვრთნელმა, ექიმმა და მსაჯმა. ჩემპიონატს მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დაახლოებით 1900 წარმომადგენელი დაესწრება.„თითქმის ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია. კონკურსზე დასწრებას ყველა მსურველი შეძლებს, რადგან შესვლა თავისუფალია", – დასძინა კოსტავამ.ჩემპიონატი მოიცავს ექვს დისციპლინას, რა დროსაც სპორტსმენებს შორის მედლების 30 კომპლექტი გათამაშდება.ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მიიღეს. 16 თებერვალს სპორტსმენები კურორტზე პირველ ვარჯიშს გამართავენ, ძირითადი შეჯიბრებები კი 18 თებერვლიდან დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/52/247285296_375:0:1808:1075_1920x0_80_0_0_e105525844adbb309d97fdc9d4d593a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში
ექსპერტები ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის წინ საბოლოო ინსპექციას ჩაატარებენ
19:58 08.12.2022 (განახლებულია: 22:02 08.12.2022) წინასწარი რეგისტრაცია უკვე გაიარა 50 ქვეყნის 1300-მა სპორტსმენმა, 400-მდე მწვრთნელმა, ექიმმა და მსაჯმა.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისტაილის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის წინ კიდევ ერთი შემოწმება ჩატარდება – 16 იანვარს ინსპექცია თოვლის ხარისხს შეაფასებს.
2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
კონკურსის მონაწილეები ორ ლოკაციაზე – კოხტასა და დიდველის მწვერვალებზე იასპარეზებენ.
„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. წელს უკვე გავიარეთ სამი ინსპექცია. დარჩა თოვლის შემოწმება, რომელიც 16 იანვარს არის დაგეგმილი", – განაცხადა საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ პარლამენტის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის სხდომაზე.
წინასწარი რეგისტრაცია უკვე გაიარა 50 ქვეყნის 1300-მა სპორტსმენმა, 400-მდე მწვრთნელმა, ექიმმა და მსაჯმა. ჩემპიონატს მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დაახლოებით 1900 წარმომადგენელი დაესწრება.
„თითქმის ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია. კონკურსზე დასწრებას ყველა მსურველი შეძლებს, რადგან შესვლა თავისუფალია", – დასძინა კოსტავამ.
ჩემპიონატი მოიცავს ექვს დისციპლინას, რა დროსაც სპორტსმენებს შორის მედლების 30 კომპლექტი გათამაშდება.
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მიიღეს. 16 თებერვალს სპორტსმენები კურორტზე პირველ ვარჯიშს გამართავენ, ძირითადი შეჯიბრებები კი 18 თებერვლიდან დაიწყება.