როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში შედარებით თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15-20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5-10 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, +1, ხოლო დღის საათებში +7-9 გრადუსია მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0