https://sputnik-georgia.com/20221208/2023-wels-qartveli-eqsportiorebi-15-saertasoriso-gamofenasi-miireben-monawileobas-272842095.html
2023 წელს ქართველი ექსპორტიორები 15 საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას
2023 წელს ქართველი ექსპორტიორები 15 საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. პარიზში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე Food Ingredients Europe სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საქართველოს... 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T20:30+0400
2022-12-08T20:30+0400
2022-12-08T22:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/15/272324640_0:147:3380:2048_1920x0_80_0_0_5db10b5548a5f5d267409be2bd4b1aa0.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. პარიზში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე Food Ingredients Europe სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საქართველოს პავილიონი ფუნქციონირებს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.პავილიონი, სადაც საკუთარი პროდუქცია შვიდ ქართულ კომპანიას აქვს წარდგენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა დაათვალიერა.გამოფენის მონაწილე კომპანიები ძირითადად თხილის, კაკლის, ნუშის, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეულისა და ნატურალური წვენების მწარმოებლები არიან.„ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია ადგილობრივი ექსპორტის მხარდაჭერა, ამისთვის მთავრობის დავალებით და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით შევიმუშავეთ მექანიზმები ექსპორტიორთა მხარდაჭერის, მათთვის გასაღების ბაზრების მოძიების, იქ დამკვიდრებისა და, ზოგადად, ექსპორტის გეოგრაფიის დივერსიფიკაციის მიმართულებით“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.მხოლოდ 2023 წელს „აწარმოე საქართველოში“ ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს 15 უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას.საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობისა და სავაჭრო მისიების ორგანიზების გარდა, სამინისტრო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პოტენციურ ექსპორტიორებს ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში ჩართვას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას ექსპორტიორებისთვის, მათ შორის, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/15/272324640_649:0:3380:2048_1920x0_80_0_0_6d3667dd71bf25939632dff0eb53d794.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საფრანგეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საფრანგეთი
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. პარიზში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე Food Ingredients Europe სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საქართველოს პავილიონი ფუნქციონირებს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
პავილიონი, სადაც საკუთარი პროდუქცია შვიდ ქართულ კომპანიას აქვს წარდგენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა დაათვალიერა.
„პარიზის გამოფენისთვის ჩვენ სასურსათო ინგრედიენტების შვიდი მსხვილი მწარმოებელი შევარჩიეთ და იმედი გვაქვს, რომ მათთვის ეს გამოფენა ახალი საქმიანი პარტნიორების მოძიებისა და, შესაბამისად, ახალ ბაზრებზე გასვლის საფუძველი გახდება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გამოფენის მონაწილე კომპანიები ძირითადად თხილის, კაკლის, ნუშის, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეულისა და ნატურალური წვენების მწარმოებლები არიან.
„ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია ადგილობრივი ექსპორტის მხარდაჭერა, ამისთვის მთავრობის დავალებით და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით შევიმუშავეთ მექანიზმები ექსპორტიორთა მხარდაჭერის, მათთვის გასაღების ბაზრების მოძიების, იქ დამკვიდრებისა და, ზოგადად, ექსპორტის გეოგრაფიის დივერსიფიკაციის მიმართულებით“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
მხოლოდ 2023 წელს „აწარმოე საქართველოში“ ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს 15 უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობისა და სავაჭრო მისიების ორგანიზების გარდა, სამინისტრო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პოტენციურ ექსპორტიორებს ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში ჩართვას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას ექსპორტიორებისთვის, მათ შორის, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას.