„ვაგნერის“ შეფი რუსეთში YouTube-ს აკრძალვას მოითხოვს

© AP Photo / Jeff Chiu
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი გენერალური პროკურატურისგან ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეოჰოსტინგ Youtube-ს აკრძალვას მოითხოვს, იუწყება მისი პრეს-სამსახური.
გავრცელებული ცნობით, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს მეორედ მიმართა თხოვნით, შეამოწმოს ვიდეოჰოსტინგ Youtube-ს საქმიანობა, ასევე განიხილოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამერიკული კომპანია Google LLC-ის საქმიანობის არასასურველად ცნობის საკითხი, „რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საშიშროების შემქმნელ ინფორმაციებს ავრცელებს“.

„YouTube-ს მიმართ ყველაზე ხისტი ზომებია მისაღები, ვინაიდან ეს ამერიკული ონლაინ-პლატფორმა უხეშად არღვევს რუსეთის კანონმდებლობას“, — განაცხადა პრიგოჟინმა.

მისი აზრით, ვიდეოჰოსტინგით გავრცელებული „არასანდო ინფორმაცია“ არა მარტო საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივ დარღვევებს უწყობს ხელს, არამედ სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციასაც ახდენს.
მანამდე ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის გენერლურ პროკურორს YouTube-ს რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალვის მოთხოვნით ოქტომბრის ბოლოს მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0