მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზღვრული ფასი რუსულ ნავთობზე: თეთრ სახლში მოსკოვის რეაქცია არ უკვირთ

© photo: AFP 2020 / SAUL LOEB
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაციას არ უკვირს მოსკოვის რეაქცია რუსული ნავთობის შესყიდვებზე ლიმიტის დაწესებაზე და იმედი აქვს, რომ რუსეთიდან მსოფლიო ბაზრებზე საწვავის მიწოდება გაგრძელდება, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა.

„ფასების შეზღუდვის მიზანი ყოველთვის იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ფასდაკლებული რუსული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გასვლა გაგრძელდეს, მაშინაც კი, როცა რუსეთს ენერგომატარებლებიდან შემოსავლებს ვუზღუდავთ უკრაინაში უკანონო ომის დასაფინანსებლად“, — განაცხადა ჟან-პიერმა პასუხად კითხვაზე, თუ როგორ აფასებს თეთრი სახლი მოსკოვის რეაქციას ამ ნაბიჯზე.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ G7-ის, ევროკავშირისა და ავსტრალიის მიერ დადგენილი ზღვრული ფასი ერთ ბარელზე 60 დოლარის ოდენობით „მკაფიო სტიმულს აძლევს რუსეთს, განაგრძოს ექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სერიოზული შედეგები ექნება რუსეთისთვის“.
კარინ ჟან-პიერის თქმით, ეს უპრეცედენტო ნაბიჯია, რომელიც „აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთიანობას წარმოაჩენს, და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“.
დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული ზღვრული ფასი რუსულ ნავთობზე 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. ამ შეზღუდვის თანახმად, G7-ის სახელმწიფოები, ავსტრალია და ევროკავშირი საზღვაო გზით გადაზიდულ რუსულ ნავთობს მაქსიმუმ 60 დოლარად შეიძენენ.
როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რუსეთი არ მიიღებს დაწესებულ ემბარგოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპოვებების შემცირება მოუწევს. მისი აზრით, ეს საბაზრო ინსტრუმენტებში ჩარევაა და რუსეთი მხოლოდ იმ მომხმარებლებთან ითანამშრომლებს, რომლებიც საბაზრო პირობებში იმუშავებენ.
ყველა ახალი ამბავი
0