https://sputnik-georgia.com/20221206/tbilisis-klubebshi-turistebs-wewaven-272758912.html
თბილისის კლუბებში უცხოელ ტურისტებს „წეწავენ“
თბილისის კლუბებში უცხოელ ტურისტებს „წეწავენ“
Sputnik საქართველო
ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლით წარედგინათ. 06.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-06T15:00+0400
2022-12-06T15:00+0400
2022-12-06T20:17+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
თბილისი დღეს
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23754/52/237545273_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_49113378765acfd15711cee165f7392d.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხოელი ტურისტების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ კლუბების „ქალაქურის“ და „როიალის“ მფლობელმა ხუთ თანამზრახველთან ერთად ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ბრალდებულთა მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ე.წ. პრომო-გოგონები საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტ მამაკაცებს სოციალური ქსელის მეშვეობით უკავშირდებოდნენ, ზემოაღნიშნულ კლუბებში ხვდებოდნენ და თავს აპატიჟებინებდნენ.„ანგარიშსწორებისას ტურისტებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი თანხების გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.როგორ ძარცვავდნენ თბილისის კაფე-ბარსა და კლუბში ტურისტებს: თაღლითური სქემა>>>პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები აღნიშნული ხერხით არაერთი ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის იემენის, ეგვიპტის, ინდოეთის, სუდანის და ბელარუსის 6 მოქალაქის კუთვნილ 9.340 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება სსკ-ის 180-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლით წარედგინათ.სასამართლომ დანაშაულის ორგანიზატორებს, მათ შორის აღნიშნული კლუბების მეპატრონეს, სასჯელის სახით 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კლუბების ორ მენეჯერს 8-8 წლით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათ არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23754/52/237545273_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_e856ea06d625a3e0bfdb6c3d4aa8de42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თბილისი დღეს, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თბილისი დღეს, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
თბილისის კლუბებში უცხოელ ტურისტებს „წეწავენ“
15:00 06.12.2022 (განახლებულია: 20:17 06.12.2022) ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლით წარედგინათ.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხოელი ტურისტების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კლუბების „ქალაქურის“ და „როიალის“ მფლობელმა ხუთ თანამზრახველთან ერთად ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ბრალდებულთა მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ე.წ. პრომო-გოგონები საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტ მამაკაცებს სოციალური ქსელის მეშვეობით უკავშირდებოდნენ, ზემოაღნიშნულ კლუბებში ხვდებოდნენ და თავს აპატიჟებინებდნენ.
„ანგარიშსწორებისას ტურისტებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი თანხების გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები აღნიშნული ხერხით არაერთი ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის იემენის, ეგვიპტის, ინდოეთის, სუდანის და ბელარუსის 6 მოქალაქის კუთვნილ 9.340 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება სსკ-ის 180-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლით წარედგინათ.
სასამართლომ დანაშაულის ორგანიზატორებს, მათ შორის აღნიშნული კლუბების მეპატრონეს, სასჯელის სახით 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კლუბების ორ მენეჯერს 8-8 წლით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათ არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.