https://sputnik-georgia.com/20221206/saqartvelosa-da-shveicarias-shoris-urtiertgagebis-memorandumi-gapormda-272754593.html
საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 06.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-06T13:38+0400
2022-12-06T13:38+0400
2022-12-06T17:19+0400
საქართველო
შვეიცარია
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24023/77/240237758_0:198:2939:1851_1920x0_80_0_0_0812d650f3a0c1c64baff9cd7d109f36.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ქალაქ ციურიხში მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ.მემორანდუმის ფარგლებში ასევე განიხილეს მომსახურების სფეროს წარმომადგენელთათვის შვეიცარიაში საგანმანათლებლო-სასწავლო ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობები, რაც ტურიზმის სფეროში დასაქმებული უცხოელი კოლეგებისგან ევროპული გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.ვიზიტის ფარგლებში თამარ ყორიაულმა თემატური შეხვედრები გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ტურიზმისა და მასპინძლობის, აგრეთვე ჯანდაცვისა და განათლების სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე და საქართველოს მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე.
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24023/77/240237758_103:0:2834:2048_1920x0_80_0_0_12a3d0cc08f0cc98c117194d91a8c179.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შვეიცარია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ტურიზმი
საქართველო, შვეიცარია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ტურიზმი
საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
13:38 06.12.2022 (განახლებულია: 17:19 06.12.2022) შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ქალაქ ციურიხში მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ.
ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და სათავგადასავლო და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას.
მემორანდუმის ფარგლებში ასევე განიხილეს მომსახურების სფეროს წარმომადგენელთათვის შვეიცარიაში საგანმანათლებლო-სასწავლო ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობები, რაც ტურიზმის სფეროში დასაქმებული უცხოელი კოლეგებისგან ევროპული გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.
ვიზიტის ფარგლებში თამარ ყორიაულმა თემატური შეხვედრები გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ტურიზმისა და მასპინძლობის, აგრეთვე ჯანდაცვისა და განათლების სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებს საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე და საქართველოს მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე.