https://sputnik-georgia.com/20221206/qartuli-kompaniebis-pasiani-qagaldebi-londonis-birjaze-272744424.html
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
Sputnik საქართველო
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა. 06.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-06T10:07+0400
2022-12-06T10:07+0400
2022-12-06T14:43+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300826_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_62f54dae2b39a65a6c30af4abc500444.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 2,07%-ით გაიზარდა და 90,5 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 5,89%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობასაინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,06%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 5,14% მოგებით 100,56 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 94,62 პუნქტის ფასით, 10,8% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,08%-ით გაიზარდა.„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 7,55%-ით გაიზარდა 86,44 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7%-ს.აქციებით ვაჭრობალონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 1,77%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 25,85 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 550 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 24,65–26,0 ფუნტის დიაპაზონში.კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 1,48%-ით და ერთ აქციაზე 7,55 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 213 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 7,3–7,64 ფუნტის დიაპაზონში.TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში გაიზარდა 0,92%-ით და 22 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 557 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 21,45–22,3 ფუნტის დიაპაზონში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300826_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_73e24358f47c3815bec71eec01a82463.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
10:07 06.12.2022 (განახლებულია: 14:43 06.12.2022) ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 2,07%-ით გაიზარდა და 90,5 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 5,89%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,06%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 5,14% მოგებით 100,56 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 94,62 პუნქტის ფასით, 10,8% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,08%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 7,55%-ით გაიზარდა 86,44 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7%-ს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 1,77%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 25,85 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 550 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 24,65–26,0 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 1,48%-ით და ერთ აქციაზე 7,55 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 213 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 7,3–7,64 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში გაიზარდა 0,92%-ით და 22 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 557 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 21,45–22,3 ფუნტის დიაპაზონში.