https://sputnik-georgia.com/20221206/pentagoni-nato-ukrainis-armia-272765964.html
მოსაზრება: როგორ ხელმძღვანელობენ პენტაგონი და ნატო უკრაინის არმიის განადგურებას
მოსაზრება: როგორ ხელმძღვანელობენ პენტაგონი და ნატო უკრაინის არმიის განადგურებას
Sputnik საქართველო
უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების ფონზე პენტაგონი და ნატო ცდილობენ დროის მოგებას შეიარაღების გადასახალისებლად და ცინიკურად „წვავენ“ კიევის სამობილიზაციო რეზერვებს. 06.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-06T16:18+0400
2022-12-06T16:18+0400
2022-12-06T20:47+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/20/247932067_0:86:1920:1166_1920x0_80_0_0_dae4c3c5a66f2a84f25d1f2bca2c3ee9.jpg
უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების ფონზე პენტაგონი და ნატო ცდილობენ დროის მოგებას შეიარაღების გადასახალისებლად და ცინიკურად „წვავენ“ კიევის სამობილიზაციო რეზერვებს.რუსეთის ჯარმა ახალი იერიში განახორციელა 5 დეკემბერს ქალაქებში ზაპოროჟიეში, კრივოი-როგსა და კრამატორსკში. განადგურებულია საარტილერიო მასალის საწყობი კრამატორსკის სამრეწველო ზონაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვის შვიდი პუნქტი ხარკოვის ოლქსა და დონეცკში, 72 საარტილერიო დანაყოფი, ჯარები თავშეყრის 193 რაიონში. ჩამოგდებულია უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავები Су-25 და МиГ-29, ორი ვერტმფრენი Ми-8, ასევე ცხრა უპილოტო აპარატი.რუსეთის ჯარი განაგრძობს ბრძოლას ავდეევკის, მარიინკის, უგლედარის ასაღებად. დასავლური პრესა ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდ დანაკარგს.უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ცდილობს ნატოს ამოცანის შესრულებას და რუსეთის შეტევის შეჩერებას. პირადად მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი რეგულარულად აბარებს ანგარიშს პენტაგონს ბრძოლის ხაზზე არსებული სიტუაციის შესახებ და იღებს ახალ მითითებებს აშშ-ის ჯარის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარისგან, გენერალ მარკ მილისგან.დასავლეთი საკუთარ ხაფანგშინატოს ქვეყნებმა ცხრა თვეში კიევის სამხედრო მხარდაჭერაში ათობით მილიარდი დოლარი და ევრო დახარჯეს, კრიტიკულად შეამცირეს საკუთარი ჯარების შეიარაღების მარაგი. მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა დახარჯა 13-წლიანი წარმოების Stinger და ხუთწლიანი წარმოების Javelin. Raytheon Technologies-ის გენერალური დირექტორი გრეგ ჰეისი ამას დიდ პრობლემად მიიჩნევს, პენტაგონს ხომ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები 2004 წლის შემდეგ არ შეუძენია. Raytheon პარტნიორთან, Lockheed Martin-თან ერთად აწარმოებს 400 Javelin-ს თვეში და „გადაწყობა“ მარტივი არ არის. გარდა ამისა, აშშ-ის ძალისხმევა, კარგად შეაიარაღოს უკრაინა, ანელებს ტაივანისთვის იარაღის მიწოდებას. ტაიბეიმ ჯერ კიდევ 2015 წელს შეუკვეთა მილიარდობით დოლარის Javelin და Stinger, თუმცა ჯერ არაფერი მიუღია.ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსის პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევს „უკრაინის ფარგლებს გარეთ ომის თავიდან აცილებას“. აშშ-ში ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ იზრდება შიში ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო – 69% შეშფოთებულია მომდევნო ხუთ წელიწადში ბირთვული ომის შესაძლებლობით. შესადარებლად, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14%-ს შეადგენდა.გამოცემა The American Conservative აღნიშნავს: „აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში არაფერი ღირს აშშ–რუსეთის დიდი ომის ფასად, რომელიც შეიძლება ბირთვული გახდეს და მილიონობით ამერიკელის სიცოცხლე შეიწიროს. დონბასსა და ყირიმს შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეთ კიევისა და მოსკოვისთვის, მაგრამ არაფერი ამართლებს ამ მიწებზე ბირთვული იარაღის მფლობელ რუსეთთან აშშ-ის ომს, რომლის თავიდან აცილებაც მოვახერხეთ ცივი ომის პერიოდში 1949-1989 წლებში“.ვაშინგტონში რუსეთთან პროქსი-ომს მიესალმებიან და ვიდრე იანვრამდე წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი რესპუბლიკელების ხელში გადავა, დემოკრატები ალბათ მოიწონებენ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნას კიევისა და მისი ომისთვის 38 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. ამ კანონის მიღება უკრაინას ომის მოგების გარანტიას ვერ მისცემს.ნატოს სამხედრო ანალიტიკოსები უკვე აღარ მალავენ მარცხს. დასავლეთმა წამოაგო რუსეთი საომარ მოქმედებებზე, რათა დაენგრია მისი ეკონომიკა. უკრაინა შემსრულებლის როლში აღმოჩნდა. მოსალოდნელი იყო, რომ ევროპაში სროლა დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რუსეთი პრაქტიკულად მალევე დაინგრეოდა, თუმცა სანქციები უშედეგო აღმოჩნდა. შემოდგომით გაირკვა, რომ პენტაგონი და ნატო საკუთარი სტრატეგიის ხაფანგში აღმოჩნდნენ. ახლა კოლექტიური დასავლეთი ცდილობს კონტროლირებადი ესკალაციის შენარჩუნებას მხოლოდ რუსეთის პოლიტიკურად დასასუსტებლად. თუმცა „ნატოს ამოცანა, მხარი დაუჭიროს უკრაინას და აიცილოს ომი უკრაინის ფარგლებს მიღმა“, ობიექტურად შეუსრულებელია. ვაშინგტონი და ბრიუსელი რისკავენ „შესაძლებლობების ფანჯრის“ დაკარგვით საკუთარი ხაფანგიდან გამოსასვლელად.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/20/247932067_126:0:1794:1251_1920x0_80_0_0_04b7a09cb77cbcd55881b75b0144e262.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების ფონზე პენტაგონი და ნატო ცდილობენ დროის მოგებას შეიარაღების გადასახალისებლად და ცინიკურად „წვავენ“ კიევის სამობილიზაციო რეზერვებს.
რუსეთის ჯარმა ახალი იერიში განახორციელა 5 დეკემბერს ქალაქებში ზაპოროჟიეში, კრივოი-როგსა და კრამატორსკში. განადგურებულია საარტილერიო მასალის საწყობი კრამატორსკის სამრეწველო ზონაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვის შვიდი პუნქტი ხარკოვის ოლქსა და დონეცკში, 72 საარტილერიო დანაყოფი, ჯარები თავშეყრის 193 რაიონში. ჩამოგდებულია უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავები Су-25 და МиГ-29, ორი ვერტმფრენი Ми-8, ასევე ცხრა უპილოტო აპარატი.
რუსეთის ჯარი განაგრძობს ბრძოლას ავდეევკის, მარიინკის, უგლედარის ასაღებად. დასავლური პრესა ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდ დანაკარგს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ცდილობს ნატოს ამოცანის შესრულებას და რუსეთის შეტევის შეჩერებას. პირადად მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი რეგულარულად აბარებს ანგარიშს პენტაგონს ბრძოლის ხაზზე არსებული სიტუაციის შესახებ და იღებს ახალ მითითებებს აშშ-ის ჯარის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარისგან, გენერალ მარკ მილისგან.
დასავლეთი საკუთარ ხაფანგში
ნატოს ქვეყნებმა ცხრა თვეში კიევის სამხედრო მხარდაჭერაში ათობით მილიარდი დოლარი და ევრო დახარჯეს, კრიტიკულად შეამცირეს საკუთარი ჯარების შეიარაღების მარაგი. მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა დახარჯა 13-წლიანი წარმოების Stinger და ხუთწლიანი წარმოების Javelin. Raytheon Technologies-ის გენერალური დირექტორი გრეგ ჰეისი ამას დიდ პრობლემად მიიჩნევს, პენტაგონს ხომ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები 2004 წლის შემდეგ არ შეუძენია. Raytheon პარტნიორთან, Lockheed Martin-თან ერთად აწარმოებს 400 Javelin-ს თვეში და „გადაწყობა“ მარტივი არ არის. გარდა ამისა, აშშ-ის ძალისხმევა, კარგად შეაიარაღოს უკრაინა, ანელებს ტაივანისთვის იარაღის მიწოდებას. ტაიბეიმ ჯერ კიდევ 2015 წელს შეუკვეთა მილიარდობით დოლარის Javelin და Stinger, თუმცა ჯერ არაფერი მიუღია.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსის პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევს „უკრაინის ფარგლებს გარეთ ომის თავიდან აცილებას“. აშშ-ში ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ იზრდება შიში ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო – 69% შეშფოთებულია მომდევნო ხუთ წელიწადში ბირთვული ომის შესაძლებლობით. შესადარებლად, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14%-ს შეადგენდა.
გამოცემა The American Conservative აღნიშნავს: „აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში არაფერი ღირს აშშ–რუსეთის დიდი ომის ფასად, რომელიც შეიძლება ბირთვული გახდეს და მილიონობით ამერიკელის სიცოცხლე შეიწიროს. დონბასსა და ყირიმს შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეთ კიევისა და მოსკოვისთვის, მაგრამ არაფერი ამართლებს ამ მიწებზე ბირთვული იარაღის მფლობელ რუსეთთან აშშ-ის ომს, რომლის თავიდან აცილებაც მოვახერხეთ ცივი ომის პერიოდში 1949-1989 წლებში“.
ვაშინგტონში რუსეთთან პროქსი-ომს მიესალმებიან და ვიდრე იანვრამდე წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი რესპუბლიკელების ხელში გადავა, დემოკრატები ალბათ მოიწონებენ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნას კიევისა და მისი ომისთვის 38 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. ამ კანონის მიღება უკრაინას ომის მოგების გარანტიას ვერ მისცემს.
ნატოს სამხედრო ანალიტიკოსები უკვე აღარ მალავენ მარცხს. დასავლეთმა წამოაგო რუსეთი საომარ მოქმედებებზე, რათა დაენგრია მისი ეკონომიკა. უკრაინა შემსრულებლის როლში აღმოჩნდა. მოსალოდნელი იყო, რომ ევროპაში სროლა დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რუსეთი პრაქტიკულად მალევე დაინგრეოდა, თუმცა სანქციები უშედეგო აღმოჩნდა. შემოდგომით გაირკვა, რომ პენტაგონი და ნატო საკუთარი სტრატეგიის ხაფანგში აღმოჩნდნენ. ახლა კოლექტიური დასავლეთი ცდილობს კონტროლირებადი ესკალაციის შენარჩუნებას მხოლოდ რუსეთის პოლიტიკურად დასასუსტებლად. თუმცა „ნატოს ამოცანა, მხარი დაუჭიროს უკრაინას და აიცილოს ომი უკრაინის ფარგლებს მიღმა“, ობიექტურად შეუსრულებელია. ვაშინგტონი და ბრიუსელი რისკავენ „შესაძლებლობების ფანჯრის“ დაკარგვით საკუთარი ხაფანგიდან გამოსასვლელად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე