მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბლინკენი: რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის საკითხი უკვე მაგიდაზეა

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხი „მაგიდაზე დევს“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა The Wall Street Journal-თან საუბრისას.
მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის დაკისრება აუცილებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ... ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის დაკისრება შეძლოს. ჩვენ ასევე მხართ ვუჭერთ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ძალისხმევებს მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მოპოვების მიზნით. მიმდინარეობს მსჯელობა ერთგვარი დამოუკიდებელი სასამართლოს, ტრიბუნალის შექმნაზე. ეს ყოველივე უკვე მაგიდაზეა“, — აღნიშნა ბლინკენმა.

მანამდე ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სპეციალიზებულ საერთაშორისო სასამართლოს ქმნის გაეროს მხარდაჭერით, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გამოიძიებს. გარდა ამისა, ევროკავშირი ასევე ქმნის სტრუქტურას, რომელიც უკრაინული სახელმწიფოს სასარგებლოდ რუსეთისთვის კომპენსაციის დაკისრების საკითხით დაკავდება.
გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს ვასილი ნებენზიას მიაჩნია, რომ გაეროს ეგიდით სპეციალური საერთაშორისო სასამართლოს შექმნა უკრაინის საკითხებზე, რასაც ევროკავშირი მოითხოვს, არის დასავლეთის მცდელობა, ლეგიტიმური გახადოს რუსეთისთვის აქტივების ჩამორთმევა. ამასთან ნებენზიას მიაჩნია, რომ დასავლეთს სურს გაეროს ავტორიტეტს ამოეფაროს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოხატა აღშფოთება რუსული აგრესიის გამოსაძიებლად დასავლეთის მიერ ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში განაცხადეს, დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელი მცდელობა, შექმნან სამართლებრივი ნიჰილიზმის მხრივ უპრეცედენტო „კვაზისასამართლო მექანიზმი“ — ეს არის დასავლეთის ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთი მაგალითი.
წყარო: The Wall Street Journal
ყველა ახალი ამბავი
0