https://sputnik-georgia.com/20221205/saakasvili-tavisi-janmrtelobit-spekulirebs-xundaze-272711829.html
სააკაშვილი თავისი ჯანმრთელობით სპეკულირებს - დეპუტატი
სააკაშვილი თავისი ჯანმრთელობით სპეკულირებს - დეპუტატი
Sputnik საქართველო
სააკაშვილი თვითონაა ამ პიარკამპანიის მონაწილეცა და მსხვერპლიც, მიიჩნევს დიმიტრი ხუნდაძე. 05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T13:02+0400
2022-12-05T13:02+0400
2022-12-06T12:00+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407584_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_40f8c300a0a4ed643e2392e1f6474b7a.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითონ უწყობს ხელს, რომ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ ეს სპეკულაციის საგანი გახდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუჩნდა. ექს-პრეზიდენტი 12 მაისის შემდეგ სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.დეპუტატის თქმით, ეს აწყობს თვითონ სააკაშვილს და მის „პოლიტიკურ მეგობრებსაც“.„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და სამწუხაროა, როცა მიხეილ სააკაშვილი თვითონ ხდება ამ პიარ-კამპანიის მონაწილეც და მსხვერპლიც“, – დასძინა ხუნდაძემ.უფრო ადრე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ არ გამორიცხა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სხვა კლინიკაში გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ექს-პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა 1 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რათა გადაიხედოს განაჩენის ვადა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა - ადვოკატი>>საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.სააკაშვილს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება>>ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407584_93:116:1076:853_1920x0_80_0_0_339cc329bd28f963bff1b792ce16e900.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი თავისი ჯანმრთელობით სპეკულირებს - დეპუტატი
13:02 05.12.2022 (განახლებულია: 12:00 06.12.2022) სააკაშვილი თვითონაა ამ პიარკამპანიის მონაწილეცა და მსხვერპლიც, მიიჩნევს დიმიტრი ხუნდაძე.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითონ უწყობს ხელს, რომ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ ეს სპეკულაციის საგანი გახდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.
სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუჩნდა. ექს-პრეზიდენტი 12 მაისის შემდეგ სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
„სწორ დიაგნოზს, სწორ დანიშნულებას შემდეგ სჭირდება შესრულება და დაცვა. მიხეილ სააკაშვილი ხელს უწყობს იმას, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს და შემდეგ ეს სპეკულაციის საგანი გახდეს“, – განაცხადა ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
დეპუტატის თქმით, ეს აწყობს თვითონ სააკაშვილს და მის „პოლიტიკურ მეგობრებსაც“.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და სამწუხაროა, როცა მიხეილ სააკაშვილი თვითონ ხდება ამ პიარ-კამპანიის მონაწილეც და მსხვერპლიც“, – დასძინა ხუნდაძემ.
უფრო ადრე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ არ გამორიცხა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სხვა კლინიკაში გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ექს-პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა 1 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რათა გადაიხედოს განაჩენის ვადა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.
ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.