საქართველოში ბაზრობებზე სალარო აპარატების დანერგვა მეორედ გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerქუჩის ბაზრობა
ქუჩის ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში 201 ბაზარი ფუნქციონირებდა, რომელთა მესამედიც თბილისში მდებარეობს.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ბაზრობებზე მოვაჭრეთათვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება სამი წლით გადავადდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
თავიდან იგეგმებოდა, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან ბაზრობებზე დასაქმებული ყველა მოვაჭრე უნდა დარეგისტრირებულიყო როგორც მეწარმე და აუცილებლად უნდა ჰქონოდა სალარო აპარატი. შემდგომში აღნიშნული ნორმის ამოქმედება 2023 წლის 1 იანვრისთვის გადაიდო.

„ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება სამი წლით გადავადდება, რაც, დღეს არსებული ჩანაწერით, 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო“, – განაცხადა ხუციშვილმა ბრიფინგზე მთავრობის სხდომის შემდეგ.

გარდა ამისა, ასევე სამი წლით გადავადდა იმ ნორმის ამოქმედება, რომელიც ჯარიმების სისტემის შემოღებას და უკანონო ვაჭრობის აღკვეთას ითვალისწინებს იმ მოვაჭრეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ სალარო აპარატები.
2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში 201 ბაზარი ფუნქციონირებდა, რომელთა მესამედიც თბილისში მდებარეობს.
რეგიონებში ბაზრების ყველაზე მეტი რაოდენობაა იმერეთში, ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
ბაზრების ძირითადი ნაწილი სასურსათოა, არასასურსათო პროდუქციით კი ბაზრების მესამედი ვაჭრობს.
ყველა ახალი ამბავი
0