ქართველი ძალოსნები კოლუმბიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიშტანგა
შტანგა - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
ქართველი სპორტსმენები ასპარეზობას 7 დეკემბერს დაიწყებენ.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ქართველი ძალოსნები კოლუმბიაში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირზე, რომელიც 5 დეკემბერს იწყება, 10 ქართველი სპორტსმენი წარდგება. +109 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელიც მეექვსედ ეცდება მსოფლიო ჩემპიონის მედლის მოპოვებას.
ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ ხუთჯერ მოიგო. ყოველ მსოფლიო ჩემპიონატზე იგი უმაღლეს შედეგს აფიქსირებს და აუმჯობესებს საკუთარ რეკორდს.
ქართველი ძალოსნების ასპარეზობის განრიგი:
7 დეკემბერი - გოდერძი ბერდელიძე (61 კგ)
8 დეკემბერი - შოთა მიშველიძე (61 კგ)
8 დეკემბერი - გურამ გიორბელიძე (67 კგ)
9 დეკემბერი - კახი ასანიძე (73 კგ)
12 დეკემბერი - რევაზ დავითაძე (89 კგ)
12 დეკემბერი - ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ)
14 დეკემბერი - ირაკლი ჩხეიძე (102 კგ)
16 დეკემბერი - გიორგი ჩხეიძე/ზაზა ლომთაძე (109 კგ)
17 დეკემბერი - ლაშა ტალახაძე (+109 კგ)
ძალოსნებისთვის კოლუმბიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზირებული ქულებისთვის ბრძოლა სწორედ აქ იწყება.
ყველა ახალი ამბავი
0