მძიმე საბანი ერთ თვეში ამცირებს უძილობას და დეპრესიას: მეცნიერული კვლევა

© Pexels / Taryn Elliottარეული ლოგინი
არეული ლოგინი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი − Sputnik. თანამედროვე ადამიანები ძველებურ, მძიმე საბნებს ახალი ტიპის, მსუბუქი ღინღლის ან გერმის საბნებით ანაცვლებენ, თუმცა მძიმე საბნებში ძილის ხარისხი ბევრად უკეთესია, აცხადებენ ძილის აკადემიის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია გამოცემა Journal of Clinical Sleep Medicine-ში.
როგორც სწავლულები ამბობენ, 6-8 კილოგრამიანი საბანი მნიშვნელოვნად ზრდის ძილის ხარისხს და ამასთან სულ ერთ თვეში ამცირებს დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს.
შვედეთის კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 120 პაციენტი მონაწილეობდა. ყველა მათგანს უძილობა და მძიმე ფორმის დეპრესია, ასევე შფოთვითი დარღვევები და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა აწუხებდა.
მკვლევარებმა მონაწილეები ორ ჯგუფად გაყვეს: პირველის წევრებს 6-8 კილოგრამიანი საბნის ქვეშ ეძინათ, ხოლო მეორისას − 1,5 კილოიანი საბნებისა.
ოთხი კვირის შემდეგ დადგინდა, რომ:
იმ პირებს, რომლებსაც ღამით მძიმე საბნებით ეხურათ, უძილობა 59,4%-ით შეუმცირდათ, უძილობის სიმძიმის ინდექსი − 50%-ით დაუქვეითდათ, ხოლო სრული რემისიის მაჩვენებელმა 42,2% შეადგინა;
პირებს, რომლებსაც მსუბუქი საბნები ეხურათ, უძილობა მხოლოდ 5,4%-ით შეუმცირდათ, ხოლო სრული რემისიის მაჩვენებელმა სულ რაღაც 3,6%-ს მიაღწია.
გარდა ამისა, პირველი ჯგუფის წევრებში მთელი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა დადებითი დინამიკა: იზრდებოდა აქტივობა და ყურადღების კონცენტრაცია.
რატომ აუმჯობესებს მძიმე საბანი ძილის ხარისხს?
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მძიმე საბანს აკუპრესურისა და მასაჟის ეფექტი აქვს: მისი დაწოლა ააქტიურებს კანის საფარველს და ზურგის ტვინის მეშვეობით უგზავნის სიგნალს თავის ტვინს, რომელიც ჰიპოთალამუსის პარავენტიკულარულ ბირთვს ააქტიურებს.
ეს კი ადამიანებს „აიძულებს“ შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგანწყობა, ამცირებს ნეგატიურ ემოციებსა და ტკივილს, ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას.
წყარო: Journal of Clinical Sleep Medicine
ყველა ახალი ამბავი
0