მოემზადეთ G1 დონის მაგნიტური ქარიშხლებისთვის: დეკემბრის დეტალური კალენდარი

© NASA . Goddard Space Flight Centerგეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი − Sputnik. დეკემბერში მზის აქტივობა მაღალი, ხოლო გეომაგნიტური მდგომარეობა დედამიწაზე საკმაოდ დაძაბული იქნება, აცხადებენ მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის სპეციალისტები.
მათი თქმით, თვის ბოლო მესამედში, ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ ძლიერი მაგნიტური ქარიშხლებია მოსალოდნელი, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით, მეტეოდამოკიდებული ადამიანები.

დეკემბრის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი

დეკემბრის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი
დეკემბრის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი  - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
დეკემბრის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი
8 დეკემბერი − თვის პირველი შეტევა − მაგნიტოსფეროს 4-ბალიანი აღშფოთება;
22 დეკემბერი − 5-ბალიანი, ანუ G1 დონის ქარიშხალი;
23-24 დეკემბერი − მაგნოტოსფეროს აღშფოთება 4 ბალს მიაღწევს;
25−დან 28 დეკემბრის ჩათვლით − 5-ბალიანი, ანუ G1 დონის ქარიშხალი.
ამასთან წლის ბოლო დღეები 30 და 31 დეკემბერი მშვიდი იქნება, თუმცა 1 იანვარს, ახალი წლის პირველ დღეს მაგნიტოსფეროს აღშფოთება კვლავ 4 ბალს მიაღწევს.

რა არის მაგნიტური ქარიშხლები?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

რეკომენდაციები ექიმებისგან

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0