მიმოხილვა: ემბარგო ნავთობზე და ზღვრული ფასი - რას ნიშნავს ეს რუსეთისა და ევროპისთვის

© photo: Sputnik / Alexandr Galperin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
ნატალია დემბინსკაია
ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით გადატანა 5 დეკემბრიდან აიკრძალა, თებერვლიდან კი იგივე ნავთობპროდუქტებს შეეხება. პარალელურად ევროპაში შეათანხმეს რუსული ნავთობის ზღვრული ფასი - ერთი ბარელი 60 დოლარი. ევროპას მოუწევს სამჯერ ძვირის გადახდა რესურსებისთვის, მოსკოვი კი პირიქით, შეძლებს გაზარდოს შემოსავალი.

რუსეთი მოემზადა

ევროკავშირმა მიიღო ანტირუსული სანქციების რვა პაკეტი, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებს ეტაპობრივ ემბარგოს ნავთობზე. საწვავის ზღვით ტრანსპორტირების აკრძალვა 5 დეკემბრიდან ამოქმედდება. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ წინასწარ უარი თქვა ტანკერებზე. ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემებით, ოქტომბერში მიწოდება ორჯერ შემცირდა - 770 000 ბარელამდე დღეში. იანვარში იყო 1,6 მილიონი.
მოსკოვი უკვე გადაერთო ინდოეთზე, ჩინეთსა და თურქეთზე.
იანვრიდან თურქეთმა 9,5%-ით მეტი შეიძინა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში - 71,97 მილიონი ტონა. „როსნეფტის“ ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის თქმით, ამან რუსეთს 49,19 მილიარდი დოლარი მოუტანა. პეკინი გახდა ზღვით ტრანსპორტირებული ნავთობის უმსხვილესი მყიდველი.

რა ხდება დაზღვევასთან დაკავშირებით

ვითარებას ართულებს დასავლური კომპანიების მხრიდან ტანკერების დაზღვევის აკრძალვა. რუსული ტვირთის გამგზავნები და გემთმფლობელები უკვე წააწყდნენ ევროპელი მოთამაშეების უარს, რომლებიც ბაზარზე დომინირებენ.
მაგრამ თურქეთმა, მაგალითად, რუსული დაზღვევა აღიარა. სხვაგვარად ხომალდებს აღარ გაუშვებდნენ შავ ზღვაში, რადგან მსოფლიოში ტანკერების 90%-ს ემსახურება მზღვეველების საერთაშორისო ჯგუფი P&I Clubs, რომლის შტაბ-ბინაც დიდ ბრიტანეთშია. რასაკვირველია, ისინი დასავლურ სანქციებს იცავენ.
ჩინეთს კი ჯერ არ მიუბაძავს თურქეთის მაგალითისთვის, განაცხადა სამშაბათს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე იური პოშივაიმ.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ პეკინში მოცდას ამჯობინებენ. უნდათ შეაფასონ მოსალოდნელი შედეგები: რა მეორადი სანქციები ემუქრებათ, შეიძლება თუ არა შეღავათების მიღება.
„იმის ფონზე, რომ ჩინეთის ხელისუფლება მაინც არის მზად შეარბილოს კორონავირუსის მიმართ ნულოვანი თმენის პოლიტიკა, ნავთობის მოხმარება იზრდება, ამიტომ ისინი დიდი ალბათობით უარს არ იტყვიან ფასდაკლებით რუსული ნავთობის შეძენაზე. მიწოდება ალბათ გართულდება და ნაკლებ მომგებიანი გახდება მოსკოვისთვის, მოცულობა შეიძლება დროებით შემცირდეს, მაგრამ არა კრიტიკულად. რუსეთს კი მოუწევს დაზღვევის ვარიანტების მოძებნა მომცრო, ნაკლებად განვითარებულ ბაზრებზე, რაც ნაწილობრივ შეზღუდავს ექსპორტს“, - ფიქრობს Capital Lab-ის პარტნიორი ევგენი შატოვი.
„როგორც ჩანს, მოიზიდავენ ახალ სადაზღვევო კომპანიებს, პირველ რიგში, აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან“, - ვარაუდობს მარკ გოიხმანი, TeleTrade-ის მთავარი ეკონომისტი.

სამი სცენარი

ანალიტიკოსები საუბრობენ სამ შესაძლო სცენარზე. პირველი: ნავთობის იმპორტი ზღვით ნულამდე შემცირდება, სამაგიეროდ, გაიზარდება მილსადენ „დრუჟბათი“ გადატანა.
„2021 წელს „დრუჟბით“ შორეული უცხოეთის ქვეყნებში 37,5 მილიონი ტონა საწვავის ექსპორტირება განხორციელდა, მილსადენის გამტარუნარიანობა იყო 66,5 მილიონი. ანუ რესურსი არის. ესე იგი, უბრალოდ მიწოდების მეთოდი შეიცვლება. არც ნავთობი, არც მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი ევროკავშირში არ გაძვირდება“, - აღნიშნავს ექსპერტი ლეონიდ ხაზანოვი. მეორე სცენარით, მისი აზრით, „დრუჟბით“ გადატანა არ შეიცვლება. მესამე ვარიანტია: რუსეთი შეწყვეტს ექსპორტს კონტრსანქციების სახით. და მაშინ ენერგეტიკული კრიზისი ევროკავშირში ხელახლა დაიწყება, კოტირებები 100 დოლარს გადააჭარბებს.

ათვლა დაიწყო

პარალელურად ევროკავშირის ქვეყნები, მათ კვალდაკვალ კი „დიდი შვიდეული“ (G7) და ავსტრალია ათანხმებენ რუსული ნავთობის ზღვრულ ფასს 60 დოლარის დონეზე. სანქციები უშვებს ნიშნულის კორექტირებას. მითითებული ლიმიტი ამოქმედდება ტანკერებით რუსული ნავთობის გადატანაზე ევროკავშირის ემბარგოს პარალელურად.
როგორც ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა აღნიშნა, რუსეთი მუშაობს „ნავთობის ზღვრული ფასის“ შემოღების აკრძალვის მექანიზმზე. „ეს არასაბაზრო ინსტრუმენტია, არაეფექტური, რომელიც წარმოადგენს უხეშ ჩარევას ბაზარში, ეწინააღმდეგება ყველა წესს და იმავე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას“, = აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს გაყიდის ქვეყნებში, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ საბაზრო პირობებით მაშინაც კი, თუ მოპოვება შემცირდება.
„დაწყებულია ათვლა OPEC+ შეშფოთების ფონზე დასავლეთში რუსული ენერგორესურსების მიწოდების შესაწყვეტად ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების პირდაპირი პოლიტიკური მანიპულირებით. რუსეთის პოზიცია დღეს წაუგებელია და შეიძლება სერიოზულად გაძლიერდეს დამატებითი პრემიის მოთხოვნით ევროკავშირში სხვა ქვეყნებიდან ნედლეულის ნებისმიერი მიწოდებისთვის, მათ შორის, ნავთობის ტრანზიტისა და გაზის მიწოდებისთვის“ - ამბობს BitRiver-ის ფინანსური ანალიტიოსი ვლადისლავ ანტონოვი.

ეს ფიასკოა

ბოლო დროს ევროპელები დეფიციტს სხვადასხვა რეგიონიდან იმპორტით ავსებდნენ. ალტერნატიული მოწოდება აშშ-იდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან, მართლაც შესამჩნევად გაიზარდა. მაგრამ რუსეთს ვერავინ ჩაანაცვლებს .
„ამას მოჰყვება საწვავისა და ენერგიის გაძვირება, რაც საქონლისა და მომსახურების ფასებზე აისახება. ოქტომბერშიც, ევროკავშირში რუსეთიდან იმპორტის შეწყვეტის შემდეგაც კი, დღეში 2,4 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტი გამოდიოდა“, - ამბობს მარკ გოიხმანი.
რუსეთისთვის კი ემბარგოს ეფექტი შეიძლება ბრიუსელის მოლოდინის საპირისპირო აღმოჩნდეს: გაიზარდოს ქვეყნის შემოსავალი ნავთობის მაღალი კოტირებების ხარჯზე.
ზღვრული ფასების დაწესება რუსულ ნავთობზე აშშ-სა და ევროპას უკან შეუბრუნდება, წერს გაზეთი The Hill.
„დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთი ნავთობის დოლარებში ბანაობს. ზღვრულ ფასს მოახლოებული ისტორიული ფიასკოს ყველა ნიშანი აქვს. ახლა მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზარზე ფაქტობრივად არ დარჩა თავისუფალი ნავთობი. ამიტომ დიდია რისკი, რომ ზღვრული ფასის დაწესების შემდეგ ნედლეული გაძვირდება“, - ნათქვამია პულიკაციაში.
წლის ბოლოს, ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი მიიღებს რეკორდულ შემოსავალს ენერგომატარებლების ექსპორტით - 338 მლრდ დოლარს. OPEC+ -ის დეკემბრის გადაწყვეტილება ევროპას ოპტიმიზმს ვერ შემატებს: ზღვრული ფასების შემოღების ფონზე ალიანსის წევრებმა შეინარჩუნეს შეზღუდული მოპოვების გეგმა. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს ექვს თვეში სულ უფრო ნაკლებ ნავთობს მოიპოვებენ. ექსპერტების პროგნოზით, შემცირებამ მსოფლიო ბაზარზე შესაძლოა გამოიწვიოს 100-120 დოლარიანი კოტირება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0