დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 დეკემბერი

CC BY 2.0 / Michael Seeley / We're made of star stuffვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 5 დეკემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
გონება ნათელი იქნება, აზრი – მკაფიო, ასევე იქნება სურვილი, ყველაფერი მოაწესრიგოთ და თავისი ადგილი მიუჩინოთ. რის გაკეთებასაც დილით დაიწყებთ, შესაძლოა, მას მთელი დღე მოანდომოთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ამას იდეალურად გააკეთებთ. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობების გამორკვევა არ ღირს – დღის მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეიძლება კამათში ერთმანეთს „ადამ და ევას“ პერიოდამდე გაურჩიოთ საქმეები.
ვერძი: არაა გამორიცხული, რომ დღეს თქვენი მოქმედებების ან სიტყვების გამო ვინმეს წინაშე ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ. მოსალოდნელია ყველა შესაძლოა რევიზია, შემოწმება, ან, უბრალოდ, საკუთარი საქციელის განმარტების აუცილებლობა. რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ეს პროცესი, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. თუ არ აღშფოთდებით, მაშინ ყველაფრის მარტივად ახსნას შეძლებთ.
კურო: დღეს დიპლომატია დაგჭირდებთ. გადასაჭრელი საკითხები ძალზე დელიკატური იქნება, ამიტომ პირდაპირ „პირში მიხლის“ ტაქტიკა არ ივარგებს. თუ გარშემომყოფების გრძნობებზე არ დაფიქრდებით, არის რისკი, რომ უამრავ პრობლემას წააწყდეთ და ჩააგდოთ ნებისმიერი მოლაპარაკება. მხოლოდ მაქსიმალური მოთმინებისა და ტაქტის გამოჩენით შეძლებთ, რომ ირგვლივ მყოფებმა სწორად გაგიგონ.
ტყუპი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს გარშემომყოფებთან თქვენი თამაში არ წამოიწყოთ – არის წაგების რისკი. თუ წარსულში ცდილობდით რამე ინფორმაციის დამალვას ან დამახინჯებას, ეს დღეს შეიძლება ზედაპირზე წამოტივტივდეს, საიდუმლოს ყველაზე უხერხულ მომენტში შეიძლება აეხადოს ფარდა. სანერვიულო მხოლოდ იმ მშვილდოსნებს გაქვთ, ვინც რაღაცას მალავთ, დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი დღე იქნება.
კირჩხიბი: ნებსით თუ უნებლიეთ დღეს, შესაძლოა, მტრულ ბანაკებს შორის შუამავლისა და დამზავებლის ფუნქცია იკისროთ. გარშემომყოფებს და მათ შორის, ახლობელ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ შეიძლება პრეტენზიები გაუჩნდეთ, თქვენ კი, თქვენთვისვე მოულოდნელად, მხარეთა გაუგებრობების განეიტრალებას შეეცადოთ. ეს მარტივი არ იქნება – გაგიგით ალბათ, გამშველებელს ყველაზე მეტი მოხვდაო...
ლომი: დღეს დაფიქრდებით იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ წინსვლისთვის. ამისთვის საჭიროა შეჩერება და საკუთარი ქმედებების შეფასება. ვარსკვლავები მოგცემენ შანსს, რომ სწორად შეაფასოთ თქვენი საქციელი, დაინახოთ შესაძლო შეცდომები. არაა გამორიცხული, რომ ამაში გარშემომყოფებიც დაგეხმარონ – დღეს კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან გარგებთ. თუმცა, შეიძლება არ გესიამოვნოთ.
ქალწული: ნებისმიერ საქმეში სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაა აუცილებელი. ეს დღე კარგ შესაძლებლობებს მოგცემთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თამამად და არასტანდარტულად იმოქმედებთ. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს ნოვატორულ, რევოლუციურ იდეებს. დღეს კონსერვატიული გზები თქვენთვის არაა – ცხოვრება ცინცხალ იდეებს, კრეატივს ელოდება თქვენგან.
სასწორი: რისკავთ, რომ მთელი დღე რაღაც წვრილმანებს, უაზრო საკითხებს დაუთმოთ იმის გამო, რომ ისინი მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. ისეთი შემართებით „არჩევთ“ საქმეებს და ეძებთ „ჭეშმარიტებას“, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოყვანა შეგიძლიათ წყობილებიდან. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ხვალ აბსოლუტურად გულგრილმა შეიძლება ჩაუაროთ იმას, რაც დღეს ასე გაღელვებთ.
მორიელი: ნებსით თუ უნებლიეთ დღეს შეიძლება თქვენ მიერ დაშვებული შეცდომები გაგახსენდეთ. შესაძლოა, მათმა შედეგებმა შეგახსენოთ თავი, ან ვითარება გამეორდეს და დეჟავუს შეგრძნება გაგიჩნდეთ. ან პირიქით, შეძლოთ ახალი შეცდომების თავიდან აცილება, თუ ძველს გაიხსენებთ. ასეა თუ ისე, დღეს მოგიწევთ თვალების დახუჭვა ძველ შეცდომებზე – გამოცდილება ხომ ძალზე ძვირფასი რამაა.
მშვილდოსანი: შესაძლოა, შინაგანი კონფლიქტის ტყვეობაში აღმოჩნდეთ. როგორც ჩანს, რისი გაკეთებაც გიწევთ, ყველაფერი არ მოგწონთ, ზოგიერთი რამ თქვენს პრინციპებსა და სიტუაციის აღქმას ეწინააღმდეგება. რაღაც დრო საკუთარ თავში, გრძნობებში გარკვევას დაუთმეთ. თუ ძალიან არ მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ, იქნებ, დროა, ზომები მიიღოთ? ან შეგიძლიათ თქვენი ეჭვები ახლობელ ადამიანებს გაუზიაროთ.
თხის რქა: ირგვლივ მყოფები დღეს თქვენ მიმართ ძალზე კრიტიკულად იქნებიან განწყობილი, აქედან გამომდინარე, სჯობს, ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ განსაკუთრებით ხელმძღვანელობასთან. თუ ამას ვერ მოახერხებთ, ისე ილაპარაკეთ და იმოქმედეთ, რომ ვერავინ ვერაფერში მოგედავოთ. ასევე არ ღირს ინიციატივის გამოჩენა, რათა ყურადღების ცენტრში არ მოექცეთ.
მერწყული: საოცარი დღე გელოდებათ. არანაირი ხაფანგი არაა მოსალოდნელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოდუნდეთ და გარშემომყოფების კრისტალურად სუფთა სინდისის იმედი გქონდეთ. თუმცა, იმის ალბათობა, რომ ვინმემ თქვენი მოტყუება სცადოს ან შეცდომაში შეგიყვანოთ განზრახ, ნულის ტოლია. ამიტომ კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და გარიგებების დასადებად, განსაკუთრებით, თუ გარიგებაში რისკის წილიც არის.
თევზები: კარგი იქნება, თუ სამომავლო გეგმებს გადახედავთ. შესაძლოა, მათში რაღაც შეცდომა გაიპარა და საჭირო მიმართულებით არ მიდიხართ. დროდადრო საკუთარი ქმედებების კორექტირება, რეალობასთან შედარება აუცილებელია. თუ დღეს ამ საკითხებს დაუთმობთ, არ ინანებთ. ეს ილუზიებისა და მცდარი წარმოდგენებისგან გაგათავისუფლებთ, რომლებიც თქვენს პროგრესს ამუხრუჭებდა.
ყველა ახალი ამბავი
0