https://sputnik-georgia.com/20221205/amerikam-feik-moralates-bitkoinebi-gaugzavna-272755497.html
საგამოძიებო კომიტეტი: აშშ-მა „ფეიკ-მოღალატეს“ ბიტკოინები გაუგზავნა
საგამოძიებო კომიტეტი: აშშ-მა „ფეიკ-მოღალატეს“ ბიტკოინები გაუგზავნა
Sputnik საქართველო
05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T19:43+0400
2022-12-05T19:43+0400
2023-07-20T15:48+0400
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251160702_0:106:2048:1258_1920x0_80_0_0_90bc49073dc4e6095b1fdde76555b720.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელებმა, არჩევნებში რუსეთის ჩარევის საიმიტაციოდ, 2020 წლის სექტემბერში ყალბი წერილი გაგზავნეს რუსეთში შექმნილი ელფოსტიდან დაზვერვის ოფიცრის სახელით, რომელსაც თითქოს თანამშრომლობა სურდა, საპასუხოდ მან მიიღო ბმული ბიტკოინების კრიპტოსაფულეზე 1 მილიონი რუბლით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საქმის მასალებზე დაყრდნობით.როგორც გავრცელებული მასალებიდან ირკვევა, 2020 წლის სექტემბერში ამერიკელებს ალბერტო ჟირალდო სარაის ტელეფონებიდან დარეგისტრირებული ერთ-ერთი საფოსტო ყუთიდან გაუგზავნეს შეტყობინება.ამასთან, ერთი თვით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ ქსელებში 10 მილიონიანი ჯილდო გამოაცხადა იმ პირთა შესახებ ინფორმაციისთვის, რომლებიც ამერიკის საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობდნენ. რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ამის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში, რუსმა აბონენტებმა SMS-შეტყობინებების მიღება დაიწყეს სერვის CentrSoobsh-იდან: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გთავაზობთ 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს ინფორმაციისთვის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ. თუ გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ: rfj.tips/bngc-ს“. ბმული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იუსტიციის ჯილდოს პროგრამის ოფიციალურ გვერდზე გადადის.გარდა ამისა, „რია ნოვოსტის“ ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ალბერტო ენრიკე ჟირალდო სარაის შესახებ მიღებული მასალების მიხედვით, 2022 წლის 17 თებერვალს, რუს აბონენტებს მასობრივი შეტყობინებები ზუსტად იმავე სქემით დაეგზავნათ: „შესაძლოა იცნობდეთ ჰაკერს! მიიღეთ ჯილდო ინფორმაციისთვის!" ტექსტურ შეტყობინებაში მოცემული ბმული ასევე გადადიოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმავე ოფიციალურ გვერდზე.მანამდე რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა კოლუმბიის მოქალაქის, ჟირალდო სარაის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაასრულა, რომელსაც ბრალად განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ, დ“ პუნქტები).გამოძიების ინფორმაციით, სარაი, საზღვარგარეთიდან მიღებული მითითებით, ფულადი ანაზღაურების საფასურად, ფეიკურ სიახლეებს ავრცელებდა მასობრივად. ამ საქმეზე მთელი ჯგუფი მუშაობდა, რომლებიც დისტანციურად მართავდნენ მობილურ მოწყობილობებსდა შეტყობინებებს თითქოს რუსეთის რეალური მოქალაქეების სახელით აგზავნიდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ამავე ჯგუფმა იგივე სქემა გამოიყენა, რათა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა და რუსეთის არჩევნებში ჩარევის სიმულაცია მოეხდინა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251160702_116:0:1933:1363_1920x0_80_0_0_1bc95abb1c399dd03a217fbe10e93b7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელებმა, არჩევნებში რუსეთის ჩარევის საიმიტაციოდ, 2020 წლის სექტემბერში ყალბი წერილი გაგზავნეს რუსეთში შექმნილი ელფოსტიდან დაზვერვის ოფიცრის სახელით, რომელსაც თითქოს თანამშრომლობა სურდა, საპასუხოდ მან მიიღო ბმული ბიტკოინების კრიპტოსაფულეზე 1 მილიონი რუბლით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საქმის მასალებზე დაყრდნობით.
როგორც გავრცელებული მასალებიდან ირკვევა, 2020 წლის სექტემბერში ამერიკელებს ალბერტო ჟირალდო სარაის ტელეფონებიდან დარეგისტრირებული ერთ-ერთი საფოსტო ყუთიდან გაუგზავნეს შეტყობინება.
ამასთან, ერთი თვით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ ქსელებში 10 მილიონიანი ჯილდო გამოაცხადა იმ პირთა შესახებ ინფორმაციისთვის, რომლებიც ამერიკის საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობდნენ. რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ამის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში, რუსმა აბონენტებმა SMS-შეტყობინებების მიღება დაიწყეს სერვის CentrSoobsh-იდან: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გთავაზობთ 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს ინფორმაციისთვის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ. თუ გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ: rfj.tips/bngc-ს“. ბმული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იუსტიციის ჯილდოს პროგრამის ოფიციალურ გვერდზე გადადის.
გარდა ამისა, „რია ნოვოსტის“ ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ალბერტო ენრიკე ჟირალდო სარაის შესახებ მიღებული მასალების მიხედვით, 2022 წლის 17 თებერვალს, რუს აბონენტებს მასობრივი შეტყობინებები ზუსტად იმავე სქემით დაეგზავნათ: „შესაძლოა იცნობდეთ ჰაკერს! მიიღეთ ჯილდო ინფორმაციისთვის!" ტექსტურ შეტყობინებაში მოცემული ბმული ასევე გადადიოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმავე ოფიციალურ გვერდზე.
„ფეიკ-მოღალატემ, რომელიც ალბერტოს ტელეფონებიდან წერდა, მიიღო პასუხი და შეთავაზება, გადასულიყო უფრო სანდო საკომუნიკაციო არხზე. მან ასევე მიიღო ბმული ბიტკოინების კრიპტო საფულეზე 1 მილიონი რუბლით“, — ნათქვამია „რია ნოვოსტის“ პუბლიკაციაში.
მანამდე რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა კოლუმბიის მოქალაქის, ჟირალდო სარაის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაასრულა, რომელსაც ბრალად განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ, დ“ პუნქტები).
გამოძიების ინფორმაციით, სარაი, საზღვარგარეთიდან მიღებული მითითებით, ფულადი ანაზღაურების საფასურად, ფეიკურ სიახლეებს ავრცელებდა მასობრივად. ამ საქმეზე მთელი ჯგუფი მუშაობდა, რომლებიც დისტანციურად მართავდნენ მობილურ მოწყობილობებსდა შეტყობინებებს თითქოს რუსეთის რეალური მოქალაქეების სახელით აგზავნიდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ამავე ჯგუფმა იგივე სქემა გამოიყენა, რათა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა და რუსეთის არჩევნებში ჩარევის სიმულაცია მოეხდინა.