https://sputnik-georgia.com/20221205/alberto-saraim-feikebis-gavrceleba-ariara-272751947.html
კოლუმბიის მოქალაქემ ფეიკების გავრცელება აღიარა და თანამზრახველები დაასახელა
კოლუმბიის მოქალაქემ ფეიკების გავრცელება აღიარა და თანამზრახველები დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. კოლუმბიის მოქალაქე ალბერტო ენრიკე ჟირალდო სარაიმ, რომელიც რუსული არმიის შესახებ ფეიკების გავრცელების საქმეზე დააკავეს... 05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T18:50+0400
2022-12-05T18:50+0400
2023-07-20T15:48+0400
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/19/268851842_0:0:1858:1046_1920x0_80_0_0_53bb710c0b05bbd21965b0e92047a00a.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. კოლუმბიის მოქალაქე ალბერტო ენრიკე ჟირალდო სარაიმ, რომელიც რუსული არმიის შესახებ ფეიკების გავრცელების საქმეზე დააკავეს, დანაშაული აღიარა და საზღვარგარეთ თანამზრახველებიც დაასახელა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.გავრცელებული ცნობით, სარაი აპრილში დააკავეს. ის პირველი უცხოელია, რომელიც მსგავსი საქმის ფიგურანტი გახდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება დაასრულა.კოლუმბიელს ბრალად რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, ამ საქმეში მთელი ჯგუფი იყო ჩართული, რომელსაც საზღვარგარეთიდან ხელმძღვანელობდნენ. საგამოძიებოი კომიტეტის ცნობით, ბრალდებულები სპეციალურ ბოტ-ფერმებს იყენებდნენ სმარტფონებიდან, რომელთა მეშვეობითაც დისტანციურად უგზავნიდნენ „რუსი ოპერატორების აბონენტებს ფეიკურ სიახლეებს უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ“. თავადჟირალდო სარაის ამოცანა სმარტფონების შეძენა, მათი გამართვა და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება იყო. ტელეფონებით ყველა სამუშაო საზღვარგარეთიდან ხორციელდებოდა.სარაის თქმით, ამაში ის ესპანელმა მეგობარმა ჩაითრია, რომელიც ორგანიზატორთა ჩატებში მეტსახელ „მადრიდითაა“ ცნობილი. კიდევ ერთმა კურატორმა კი თავი ბილ ბრაისად წარუდგინა.როგორც გამოძიება აცხადებს, იმავე ჯგუფმა ასეთი სქემა 2020 წელსაც გამოიყენა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის სიმულაციისთვის.არსებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ოფიციალური გაფრთხილება გამოუცხადა კოლუმბიელს ჯაშუშობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გათვალისწინებული ქმედებების დაუშვებლობის შესახებ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/19/268851842_69:0:1509:1080_1920x0_80_0_0_6da2345871ce906a39c71c895aebf1af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
კოლუმბიის მოქალაქემ ფეიკების გავრცელება აღიარა და თანამზრახველები დაასახელა
18:50 05.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. კოლუმბიის მოქალაქე ალბერტო ენრიკე ჟირალდო სარაიმ, რომელიც რუსული არმიის შესახებ ფეიკების გავრცელების საქმეზე დააკავეს, დანაშაული აღიარა და საზღვარგარეთ თანამზრახველებიც დაასახელა,
იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ცნობით, სარაი აპრილში დააკავეს. ის პირველი უცხოელია, რომელიც მსგავსი საქმის ფიგურანტი გახდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება დაასრულა.
კოლუმბიელს ბრალად რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, ამ საქმეში მთელი ჯგუფი იყო ჩართული, რომელსაც საზღვარგარეთიდან ხელმძღვანელობდნენ. საგამოძიებოი კომიტეტის ცნობით, ბრალდებულები სპეციალურ ბოტ-ფერმებს იყენებდნენ სმარტფონებიდან, რომელთა მეშვეობითაც დისტანციურად უგზავნიდნენ „რუსი ოპერატორების აბონენტებს ფეიკურ სიახლეებს უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ“. თავად
ჟირალდო სარაის ამოცანა სმარტფონების შეძენა, მათი გამართვა და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება იყო. ტელეფონებით ყველა სამუშაო საზღვარგარეთიდან ხორციელდებოდა.
„წესიერად არც ვიცოდი, რისთვის იყო საჭირო ეს კონსპირაციული არხი. ჩემი უცხოელი მეგობრები მაძლევდნენ მითითებებს და მეც ვასრულებდი. ტელეფონებით ყველა მოქმედება დისტანციურად ხორციელდებოდა ამერიკიდან. ფული მჭირდებოდა", — თქვა ბრალდებულმა.
სარაის თქმით, ამაში ის ესპანელმა მეგობარმა ჩაითრია, რომელიც ორგანიზატორთა ჩატებში მეტსახელ „მადრიდითაა“ ცნობილი. კიდევ ერთმა კურატორმა კი თავი ბილ ბრაისად წარუდგინა.
როგორც გამოძიება აცხადებს, იმავე ჯგუფმა ასეთი სქემა 2020 წელსაც გამოიყენა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის სიმულაციისთვის.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ოფიციალური გაფრთხილება გამოუცხადა კოლუმბიელს ჯაშუშობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გათვალისწინებული ქმედებების დაუშვებლობის შესახებ.