https://sputnik-georgia.com/20221204/tbilissi-karieris-saaxalwlo-festivali-gaimarteba-272694714.html
თბილისში კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება
თბილისში კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
სამუშაოს მაძიებლებს 60 ქართული და საერთაშორისო კომპანიის ვაკანსიებს შესთავაზებენ 04.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-04T11:00+0400
2022-12-04T11:00+0400
2022-12-04T11:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249587271_0:28:1920:1108_1920x0_80_0_0_e53ab9faf4d263a40a5da2d4a88a39d5.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 10 დეკემბერს გაიმართება კარიერის ფესტივალი, სადაც სამსახურის მაძიებლები 60 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის ვაკანსიებს გაეცნობიან და დამსაქმებლებთან პირად შეხვედრას შეძლებენ, იუწყებიან ორგანიზატორები.კარიერის ფესტივალზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნება გაიაროთ კარიერული კონსულტაციები ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს სივრცეში. ქოუჩები მზად იქნებიან მაძიებლების ყველა კითხვას უპასუხონ და შესაბამისი რჩევები გაუზიარონ.ადგილზე მოეწყობა „კარიერის კუთხე“, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და მაძიებლებს გამოცდილებას გაუზიარებენ. მონაწილე კომპანიების სრული ჩამონათვალი იხილე აქ. საღამოს მხიარული ლატარია დაასრულებს.ფორუმის სალექციო ნაწილში აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები: სანდრო ბოლქვაძე – www.sfero.ge-ის დამფუძნებელი („ყველაზე მარტივი გზა ვაკანსიიდან დასაქმებამდე“), ნინო აბაშიძე – ICF-ს ვიცე პრეზიდენტი. („კარიერული ქოუჩინგი“), ლარისა პატარაია – Start business solutions-ის მმართველი პარტნიორი („ახალი პროფესიები – დამსაქმებელზე მორგებული რეკრუტინგის მოდელი“); მაკო ჯაოშვილი – Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი-ს ვიცე-რექტორი. მასტერკლასი: („თავმდაბლობიდან თავდაჯერებამდე და პირიქით“. თემა ეხება ქცევის ცვლილებებს და მასთან დაკავშირებულ 3 უნარის გაძლიერებას: დაკვირვება, ცნობისმყვარეობა და ნებისყოფა).ღონისძიების ორგანიზატორია HR hub, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების უნიკალური პლატფორმა sfero.ge-ს და კომპანია Softswiss-ის მხარდაჭერით.ფესტივალი სასტუმრო Rooms-ის „გარდენ ჰოლში“ (Garden Halle) 14:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. მონაწილეობა უფასოა, მაგრამ საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249587271_204:0:1717:1135_1920x0_80_0_0_833d6b8aa5b3e74643c6a0b51c7f4c5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
თბილისში კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება
სამუშაოს მაძიებლებს 60 ქართული და საერთაშორისო კომპანიის ვაკანსიებს შესთავაზებენ
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 10 დეკემბერს გაიმართება კარიერის ფესტივალი, სადაც სამსახურის მაძიებლები 60 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის ვაკანსიებს გაეცნობიან და დამსაქმებლებთან პირად შეხვედრას შეძლებენ, იუწყებიან ორგანიზატორები.
„თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, 10 დეკემბერს, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” გრანდიოზულ შეკრებაზე. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეგიძლიათ მობრძანდეთ ყველას, ვინც სამსახურს ეძებთ“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
კარიერის ფესტივალზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნება გაიაროთ კარიერული კონსულტაციები ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს სივრცეში. ქოუჩები მზად იქნებიან მაძიებლების ყველა კითხვას უპასუხონ და შესაბამისი რჩევები გაუზიარონ.
ადგილზე მოეწყობა „კარიერის კუთხე“, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და მაძიებლებს გამოცდილებას გაუზიარებენ. მონაწილე კომპანიების სრული ჩამონათვალი იხილე
აქ. საღამოს მხიარული ლატარია დაასრულებს.
ფორუმის სალექციო ნაწილში აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები: სანდრო ბოლქვაძე – www.sfero.ge-ის დამფუძნებელი („ყველაზე მარტივი გზა ვაკანსიიდან დასაქმებამდე“), ნინო აბაშიძე – ICF-ს ვიცე პრეზიდენტი. („კარიერული ქოუჩინგი“), ლარისა პატარაია – Start business solutions-ის მმართველი პარტნიორი („ახალი პროფესიები – დამსაქმებელზე მორგებული რეკრუტინგის მოდელი“); მაკო ჯაოშვილი – Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი-ს ვიცე-რექტორი. მასტერკლასი: („თავმდაბლობიდან თავდაჯერებამდე და პირიქით“. თემა ეხება ქცევის ცვლილებებს და მასთან დაკავშირებულ 3 უნარის გაძლიერებას: დაკვირვება, ცნობისმყვარეობა და ნებისყოფა).
ღონისძიების ორგანიზატორია HR hub, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების უნიკალური პლატფორმა sfero.ge-ს და კომპანია Softswiss-ის მხარდაჭერით.
ფესტივალი სასტუმრო Rooms-ის „გარდენ ჰოლში“ (Garden Halle) 14:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. მონაწილეობა უფასოა, მაგრამ საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.