საქართველოს დედაქალაქში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება

© courtesy of Tbilisi International Student Film Festivalთბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 2022 წ.
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 2022 წ. - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2022
გამოწერა
კინოფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების ახალი ფილმები იქნება ნაჩვენები
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 4 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება - კინომანები 11 დეკემბრამდე 10-ზე მეტი ქვეყნის რეჟისორების ნამუშევრებს ნახავენ და პირადად შეხვდებიან კინოსამყაროს ცნობილ წარმომადგენლებს.
რიგით XXIII კინოფორუმის პროგრამაშია შვედი რუბენ ესტლუნდის კომედიური დრამა „მწუხარების სამკუთხედი“ ვუდი ჰარელსონთან ერთად, ბელგიელი რეჟისორის ლუკას დონტის ფილმი Close („ახლოს“), იტალიელი ჯანი ამელიოს ისტორიული დრამა Lord of the Ants („ჭიანჭველების მბრძანებელი“) და კარლ სიმონ პიპოს ესპანური ფილმი Alcarras.
კინოფესტივალზე ნომინაციაში „რეჟისორი ფოკუსში“ ცნობილი პოლონელი რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი მიიღებს მონაწილეობას. რეჟისორი დაესწრება კინოფესტივალის გახსნას, სადაც მას გადაეცემა ფესტივალის მთავარი ჯილდო - საპატიო „პრომეთე“ და აჩვენებენ მის ფილმს „მისტერ ჯონსი“ (2019).
მაყურებელს ასევე ნახავს შემდეგ ფილმებს: მარინა ერ გორბაჩის „კლონდაიკი", ელის დიოპის „სენტ-ომერი", ჰონ სან-სუს „მწერალი ქალის ფილმი", ულრიხ ზაიდლის „რიმინი",. სატიაჯიტ რაის „დიდი ქალაქი", პაოლო ტავიანის „მშვიდობით, ელეონორა", კოძი ფუკადას „პირადი ცხოვრება" და სხვა.
ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია და დაჯილდოება 10 დეკემბერს გაიმართება. ფესტივალს დახურავს ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის დასკვნითი ფილმი „როქსი".
კინოფესტივალის სესიები ტრადიციულად დედაქალაქის კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება. ფესტივალის სრული პროგრამა განთავსებულია აქ.
ყველა ახალი ამბავი
0