https://sputnik-georgia.com/20221204/salva-papuasvili-niderlandebsa-da-luqsemburgs-ewveva-272703285.html
შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგს ეწვევა
შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგს ეწვევა
Sputnik საქართველო
შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება. 04.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-04T23:24+0400
2022-12-04T23:24+0400
2022-12-04T23:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
ნიდერლანდები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252451563_0:271:3159:2048_1920x0_80_0_0_40b1464b67b37165a096c371ed2b33ac.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 5-8 დეკემბერს ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური.პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერ ფერნანდ ეტგენთან.გარდა ამისა, ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან გაიმართება.შალვა პაპუაშვილი ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს, კოენ ლენაერტს შეხვდება.საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დეპუტატები მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.მანამდე, 29 ნოემბერს, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა.გერმანიაში ვიზიტს წინ უძღოდა სპიკერის ვიზიტი ესპანეთსა და პორტუგალიაში 23 ნოემბერს.
საქართველო
ნიდერლანდები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252451563_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_e8c4c7f4a19e7a0ec3b599cb04455cbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ნიდერლანდები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ნიდერლანდები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგს ეწვევა
შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება.
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 5-8 დეკემბერს ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერ ფერნანდ ეტგენთან.
გარდა ამისა, ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან გაიმართება.
შალვა პაპუაშვილი ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს, კოენ ლენაერტს შეხვდება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დეპუტატები მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.
მანამდე, 29 ნოემბერს, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა.
გერმანიაში ვიზიტს წინ უძღოდა სპიკერის ვიზიტი ესპანეთსა და პორტუგალიაში 23 ნოემბერს.