https://sputnik-georgia.com/20221204/salome-zurabisvili-samusao-vizitit-polonets-ewveva-272698514.html
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
Sputnik საქართველო
სამუშაო ვიზიტისას პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ საჯარო ლექციას... 04.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-04T16:22+0400
2022-12-04T16:22+0400
2022-12-04T16:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლონეთი
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24763/11/247631100_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_1d176995dd1a36bb891422c99346dc21.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრება, სადაც პატივს მიაგებს ოსვენციმში დაღუპული ქართველის, გრიგოლ ფერაძის ხსოვნას, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმინდა გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. მოლაპარაკებების შემდეგ სახელმწიფოს ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.ვარშავაში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატები დაასახელეს >>სამუშაო ვიზიტისას პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს.მეორე მსოფლიო ომის და გერმანული ოკუპაციის პერიოდში გრიგოლ ფერაძე პოლონეთის დედაქალაქში დარჩა, სადაც ებრაელებს იცავდა და იღებდა მონაწილეობას წინააღმდეგობის მოძრაობაში.მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ადამიანებს, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც 1942 წელს აღესრულა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა დაუპირეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.1995 წელს მამა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24763/11/247631100_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_1e94a07808ca3a94a8164e81c4846984.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
სამუშაო ვიზიტისას პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს.
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრება, სადაც პატივს მიაგებს ოსვენციმში დაღუპული ქართველის, გრიგოლ ფერაძის ხსოვნას, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმინდა გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. მოლაპარაკებების შემდეგ სახელმწიფოს ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
სამუშაო ვიზიტისას პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს.
მეორე მსოფლიო ომის და გერმანული ოკუპაციის პერიოდში გრიგოლ ფერაძე პოლონეთის დედაქალაქში დარჩა, სადაც ებრაელებს იცავდა და იღებდა მონაწილეობას წინააღმდეგობის მოძრაობაში.
მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ადამიანებს, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც 1942 წელს აღესრულა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა დაუპირეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.
1995 წელს მამა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.