https://sputnik-georgia.com/20221204/saaxalwlo-iluminaciebis-montajis-gamo-tbilissi-mozraoba-seizrudeba-272696351.html
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო თბილისში მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო თბილისში მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები, სავარაუდოდ, 9 დეკემბერს აინთება. 04.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-04T12:45+0400
2022-12-04T12:45+0400
2022-12-04T12:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24361/09/243610911_0:68:1600:968_1920x0_80_0_0_2f0446b8d979dd7f05e1e1c29d761402.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო განათების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კერძოდ, 5 დეკემბერს, 24:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაიკეტება რუსთაველის გამზირი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.დროის აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები, სავარაუდოდ, 9 დეკემბერს აინთება. თბილისის საახალწლო სლოგანი წელს არის „მშვიდობის ქალაქი".თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24361/09/243610911_109:0:1490:1036_1920x0_80_0_0_b677295df70d5f860f8ca270d67456dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო თბილისში მოძრაობა შეიზღუდება
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები, სავარაუდოდ, 9 დეკემბერს აინთება.
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო განათების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, 5 დეკემბერს, 24:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაიკეტება რუსთაველის გამზირი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.
დროის აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები, სავარაუდოდ, 9 დეკემბერს აინთება. თბილისის საახალწლო სლოგანი წელს არის „მშვიდობის ქალაქი".
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.