https://sputnik-georgia.com/20221204/ilia-meore-msoblebis-movaleobaa-svilebi-sarwmunoebas-da-eklesiur-cxovrebas-aziaron-272699666.html
ილია მეორე: მშობლების მოვალეობაა, შვილები სარწმუნოებას და ეკლესიურ ცხოვრებას აზიარონ
ილია მეორე: მშობლების მოვალეობაა, შვილები სარწმუნოებას და ეკლესიურ ცხოვრებას აზიარონ
Sputnik საქართველო
ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველო დაძლევს იმ სირთულეებს, რაც საზოგადოების წინაშე დგას. 04.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-04T18:03+0400
2022-12-04T18:03+0400
2022-12-04T18:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_0:104:1512:956_1920x0_80_0_0_939ce543edc0b5a9302b9a2f71b26305.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოუწოდა მშობლებს, შვილები სარწმუნოებას და ეკლესიურ ცხოვრებას აზიარონ, ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 დეკემბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მარიამის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს.კათალიკოს-პატრიარქის თქმით, დღევანდელი დღესასწაული უნდა იყოს მაგალითი ყველა მშობლისთვის.ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველო დაძლევს იმ სირთულეებს, რაც საზოგადოების წინაშე დგას.დღესასწაული ეფუძნება რელიგიურ გადმოცემას, რომელიც მოგვითხრობს, როგორ მიიყვანეს მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში სამი წლის მარიამი, რომელიც მომავალში ღვთისმშობელი გახდებოდა.მარიამის მშობლები სახლში დაბრუნდნენ, ის კი ტაძარში დარჩა.მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა და ემსახურებოდა სნეულებს. თავის ულუფა საზრდელს ყოვლადწმინდა მარიამი გლახაკებს აძლევდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა“. ეკლესია ასე განადიდებს ამ დღესასწაულს: „ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა. დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღვთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_239:106:1441:1008_1920x0_80_0_0_6d47ee1aa46dee58fa52a953ca767b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ილია მეორე: მშობლების მოვალეობაა, შვილები სარწმუნოებას და ეკლესიურ ცხოვრებას აზიარონ
ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველო დაძლევს იმ სირთულეებს, რაც საზოგადოების წინაშე დგას.
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოუწოდა მშობლებს, შვილები სარწმუნოებას და ეკლესიურ ცხოვრებას აზიარონ, ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 დეკემბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მარიამის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს.
„ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომელნიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისთვის. დრო შეიცვალა. დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ აზიარონ შვილები სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას“, - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
კათალიკოს-პატრიარქის თქმით, დღევანდელი დღესასწაული უნდა იყოს მაგალითი ყველა მშობლისთვის.
ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველო დაძლევს იმ სირთულეებს, რაც საზოგადოების წინაშე დგას.
დღესასწაული ეფუძნება რელიგიურ გადმოცემას, რომელიც მოგვითხრობს, როგორ მიიყვანეს მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში სამი წლის მარიამი, რომელიც მომავალში ღვთისმშობელი გახდებოდა.
მარიამის მშობლები სახლში დაბრუნდნენ, ის კი ტაძარში დარჩა.
მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა და ემსახურებოდა სნეულებს. თავის ულუფა საზრდელს ყოვლადწმინდა მარიამი გლახაკებს აძლევდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა“. ეკლესია ასე განადიდებს ამ დღესასწაულს: „ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა. დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღვთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“.