უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2022
გამოწერა
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 32 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები ბახმუტში დაიღუპნენ.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 32 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0