საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები ანგარიშგების ერთიან სტანდარტში მოექცევიან

© photo: Sputnikსაათი მეიდანზე
საათი მეიდანზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2022
გამოწერა
საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებს მოეთხოვებათ ანგარიშების წარდგენა შემოსავლების სამსახურში, რომელიც უფლებამოსილია გადასცეს ინფორმაცია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - ამიერიდან ქვეყანა ანგარიშგების ერთიანი სტანდარტის საერთაშორისო სისტემას შეუერთდება.
ანგარიშგების ერთიანი სტანდარტი, რომელსაც ასევე უწოდებენ ფინანსური ანგარიშების მონაცემთა ავტომატური გაცვლის სტანდარტს, ავალდებულებს სახელმწიფოებს, შეაგროვონ მონაცემები თავიანთი ფინანსური ინსტიტუტებიდან და ყოველწლიურად ავტომატურ რეჟიმში გაუზიარონ ისინი სხვა ქვეყნებს. CRS სტანდარტი ადგენს გასაცვლელ ინფორმაციას, სხვადასხვა ტიპის ანგარიშებს და გადასახადის გადამხდელებს, ასევე აუდიტის იმ პროცედურებს, რომლებიც ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან.
პარლამენტმა კანონპროექტი80 ხმით მიიღო.
ცვლილებების შედეგად, საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს დაეკისრებათ ვალდებულება, აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიაწოდონ; შემოსავლების სამსახურს მიეცემა უფლება, რომ ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია გადასცეს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს და ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების საერთო სტანდარტთან (CRS) დაკავშირებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი განახორციელოს.
ცვლილებები ასევე ადგენს სანქციის ზომებს, რომელიც ამავე კანონპროექტით შემოღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსურ ინსტიტუტს დაეკისრება.
პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით შემუშავდა.
ყველა ახალი ამბავი
0