ქალის მკვლელობა ავტობუსში: სასამართლო პროცესის ახალი დეტალები

© photo: Sputnik / Stringerკაცი დანით ხელში
კაცი დანით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2022
გამოწერა
მამაკაცმა შვილებისა და ავტობუსის მგზავრების თვალწინ ცოლს ყელის არეში დანა10-ჯერ დაარტყა
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ავტობუსში ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხა.
მკვლელობა 21 მაისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, როინ მებონიამ 30 წლის მეუღლეს საკუთარი შვილებისა და ავტობუსის მგზავრების თვალწინ ყელში 10-ჯერ დაარტყა დანა. წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი ფსიქოტროპულ საშუალებებს იღებდა.
ბრალდებულის ადვოკატმა სულხან კომახიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაშიც კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების ფსიქიატრიული დაწესებულება ელოდება, სადაც შეურაცხადად აღიარებულ დამნაშავეებს მკურნალობენ.

მოსამართლე მას ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაამწესებს, რადგან ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას მკურნალობა ესაჭიროება. მებონიასთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს მიუსჯიან. მაგრამ კანონის მიხედვით, უნდა დადასტურდეს, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა, განაცხადა კომახიძემ.

ამის საპასუხოდ საქმის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზამ მებონია შერაცხადად ცნო.
არსებული დასკვნის მიხედვით, მებონიას შეუძლია პასუხი აგოს ჩადენილ დანაშაულზე, განაცხადა ჟორჟოლაძემ.
როინ მებონიას ბრალად ედება „ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა“. მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0