https://sputnik-georgia.com/20221203/premier-ministri-saqartvelos-mtavroba-ssm-pirta-uflebebis-realizaciaze-zrunavs-272687539.html
პრემიერ-მინისტრი: საქართველოს ხელისუფლება შშმ პირთა უფლებების რეალიზაციაზე ზრუნავს
პრემიერ-მინისტრი: საქართველოს ხელისუფლება შშმ პირთა უფლებების რეალიზაციაზე ზრუნავს
Sputnik საქართველო
2023 წელს ხელისუფლება გაზრდის შშმ პირთა სოციალურ დახმარებას და მათთვის განკუთვნილი მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებას 03.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-03T18:00+0400
2022-12-03T18:00+0400
2022-12-03T18:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791989_0:78:1280:799_1920x0_80_0_0_b61373d5d8eb31b2022c436c035d842c.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის, ნათქვამია განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ჩართულობის უზრუნველყოფას.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უზრუნველყოფს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების გაზრდას.„ღირსეულ და თანასწორ გარემოში ცხოვრების მისაღწევად სახელმწიფო გააგრძელებს ერთიანი და კოორდინირებული საქმიანობის განხორციელებას“, -ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 2023 წლის 1 იანვრიდან 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის - 35 ლარით.სოციალური პაკეტის ზრდა დაახლოებით 132 ათას ადამიანს შეეხება, რომლებიც თვეში 100 - 419 ლარს იღებენ.საქართველოში შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი (მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მეორე (მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მესამე (ზომიერად მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და მეოთხე (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფები).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791989_215:0:1280:799_1920x0_80_0_0_4c31d83c6c58488082701c8b343c1f36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სოციალური სფერო საქართველოში
პრემიერ-მინისტრი: საქართველოს ხელისუფლება შშმ პირთა უფლებების რეალიზაციაზე ზრუნავს
2023 წელს ხელისუფლება გაზრდის შშმ პირთა სოციალურ დახმარებას და მათთვის განკუთვნილი მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებას
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის, ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ჩართულობის უზრუნველყოფას.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შექმნა, რომლის შექმნის ვალდებულებაც საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარეობდა“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უზრუნველყოფს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების გაზრდას.
„ღირსეულ და თანასწორ გარემოში ცხოვრების მისაღწევად სახელმწიფო გააგრძელებს ერთიანი და კოორდინირებული საქმიანობის განხორციელებას“, -ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 2023 წლის 1 იანვრიდან 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის - 35 ლარით.
სოციალური პაკეტის ზრდა დაახლოებით 132 ათას ადამიანს შეეხება, რომლებიც თვეში 100 - 419 ლარს იღებენ.
საქართველოში შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი (მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მეორე (მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მესამე (ზომიერად მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და მეოთხე (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფები).