https://sputnik-georgia.com/20221202/uaqcizo-sigarettan-brzola-noembris-monacemebi-272666453.html
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ნოემბრის მონაცემები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ნოემბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა 2019 წლის შემდეგ გახდა. 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T17:05+0400
2022-12-02T17:05+0400
2022-12-02T20:50+0400
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_0:13:2049:1165_1920x0_80_0_0_b092d440d8aed830451788cff0bb8a0c.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 173 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ნოემბერში მთლიანობაში ამოიღეს 11.568 კოლოფი (მათ შორის, 10 „აიქოსი“ - IQOS) კონტრაბანდული სიგარეტი და 51 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.62 შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცა, სამი – სისხლის სამართლის დანაშაულია, დანარჩენი 108 ფაქტი კი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და შედგა ამოღების ოქმები.სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_238:0:1809:1178_1920x0_80_0_0_fcb63df73eb573fd18da6325c4d278b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ნოემბრის მონაცემები
17:05 02.12.2022 (განახლებულია: 20:50 02.12.2022) სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა 2019 წლის შემდეგ გახდა.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 173 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ნოემბერში მთლიანობაში ამოიღეს 11.568 კოლოფი (მათ შორის, 10 „აიქოსი“ - IQOS) კონტრაბანდული სიგარეტი და 51 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.
62 შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცა, სამი – სისხლის სამართლის დანაშაულია, დანარჩენი 108 ფაქტი კი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და შედგა ამოღების ოქმები.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.