https://sputnik-georgia.com/20221202/ramit-rustavelis-gamziri-caiketeba-avtomobiebis-mizraoba-272674368.html
ღამით რუსთაველის გამზირი ჩაიკეტება: როგორ იმოძრავებენ ავტომობილები
ღამით რუსთაველის გამზირი ჩაიკეტება: როგორ იმოძრავებენ ავტომობილები
Sputnik საქართველო
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 2 და 3 დეკემბერს, ღამის 00:00-დან... 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T21:31+0400
2022-12-02T21:31+0400
2022-12-02T22:37+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24361/27/243612732_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_8500aa73db432879357f0cc52251822b.jpg
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 2 და 3 დეკემბერს, ღამის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.ამის მიზეზი საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოებია.როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.ამასთან მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დაიშვება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, იქიდან მოძრაობა მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იქნება შეზღუდული.მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24361/27/243612732_218:0:2949:2048_1920x0_80_0_0_9e92d74a2fb3f4e717bafcf1966a113c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 2 და 3 დეკემბერს, ღამის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
ამის მიზეზი საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოებია.
როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.
ამასთან მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დაიშვება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, იქიდან მოძრაობა მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იქნება შეზღუდული.
მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.