https://sputnik-georgia.com/20221202/indoneziasi-qorwinebis-garese-seqsi-ikrzaleba-272676938.html
ახალი კანონი ქორწინებამდე სექსს კრძალავს: სასჯელი - პატიმრობა
ახალი კანონი ქორწინებამდე სექსს კრძალავს: სასჯელი - პატიმრობა
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. ინდონეზიის პარლამენტი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ახალ ვერსიას განიხილავს, რომლის ერთ-ერთი მუხლიც ქორწინების გარეშე სექსს... 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T21:13+0400
2022-12-02T21:13+0400
2022-12-02T22:35+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
ინდონეზია
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24459/20/244592048_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_a10e11e32bf939cb5e938166e2772897.jpg
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. ინდონეზიის პარლამენტი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ახალ ვერსიას განიხილავს, რომლის ერთ-ერთი მუხლიც ქორწინების გარეშე სექსს სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს, იუწყება სააგენტო Reuters.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხება შეყვარებულ წყვილებსაც: ახალი კანონით, რომელსაც, სავარაუდოდ, 15 დეკემბერს მიიღებენ, მათ ქორწინებამდე ერთად ცხოვრება აეკრძალებათ.გარდა ამისა, განახლებულ სისხლის სამართლის კოდექსში ასევე შევა მუხლი ქვეყნის პრეზიდენტისა და სახელმწიფო ხელისუფლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების შესახებ. ასეთი ქმედებისთვის კანონი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ამასთან, უცვლელი რჩება მუხლი, რომელიც აბორტებსა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორსულობა გაუპატიურების შედეგია) და „ჯადოქრობასა და შავ მაგიას“ უკანონოდ ცნობს.იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ახალ კოდექსს მიიღებს, აკრძალვები, ინდონეზიის მოქალაქეების გარდა, უცხოელ სტუმრებსაც შეეხებათ.წყარო: Reuters
ინდონეზია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24459/20/244592048_108:0:1813:1279_1920x0_80_0_0_fc11710e1975a60dd8a64c38359af60e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ინდონეზია, საზოგადოება
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ინდონეზია, საზოგადოება
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. ინდონეზიის პარლამენტი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ახალ ვერსიას განიხილავს, რომლის ერთ-ერთი მუხლიც ქორწინების გარეშე სექსს სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს, იუწყება სააგენტო Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხება შეყვარებულ წყვილებსაც: ახალი კანონით, რომელსაც, სავარაუდოდ, 15 დეკემბერს მიიღებენ, მათ ქორწინებამდე ერთად ცხოვრება აეკრძალებათ.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ახალი კოდექსი ინდონეზიურ ფასეულობებს შეესაბამება“, — განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ედუარდ ომარ შარიფ ჰიარეჯმა.
გარდა ამისა, განახლებულ სისხლის სამართლის კოდექსში ასევე შევა მუხლი ქვეყნის პრეზიდენტისა და სახელმწიფო ხელისუფლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების შესახებ. ასეთი ქმედებისთვის კანონი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, უცვლელი რჩება მუხლი, რომელიც აბორტებსა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორსულობა გაუპატიურების შედეგია) და „ჯადოქრობასა და შავ მაგიას“ უკანონოდ ცნობს.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ახალ კოდექსს მიიღებს, აკრძალვები, ინდონეზიის მოქალაქეების გარდა, უცხოელ სტუმრებსაც შეეხებათ.