https://sputnik-georgia.com/20221202/gzavnilebi-asafetqebeli-nivtierebebit-espanetsi-272666603.html
რა ხდება ესპანეთში - გზავნილები ასაფეთქებელი ნივთიერებებით
რა ხდება ესპანეთში - გზავნილები ასაფეთქებელი ნივთიერებებით
Sputnik საქართველო
ესპანეთის პოლიცია ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ გზავნილებს მიღმა რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T17:26+0400
2022-12-02T17:26+0400
2023-07-20T15:48+0400
ესპანეთი
ევროპა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23456/32/234563239_0:486:3879:2668_1920x0_80_0_0_2507720aa3e769e0760b950479e802b6.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფერნანდო გრანდე-მარლასკამ ქვეყანაში რამდენიმე გზავნილის აღმოჩენის შემდეგ, რომლებშიც ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო, ევროპულ ქვეყნებს წერილობით აცნობა, რომ ეს გზავნილები შეიძლება უკრაინაში კონფლიქტს უკავშირდებოდეს, იუწყება РИА Новости სააგენტო Europa Press-ზე დაყრდნობით.ესპანელმა მინისტრმა წერილი გაუგზავნა, მათ შორის, ევროპელ პარტნიორებს და ასევე ევროკომისიებს. წერილში მან აღნიშნა, რომ „საჭიროდ მიაჩნია მიაწოდოს ინფორმაცია ევროპულ ინსტიტუტებს, წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებს ამ მოვლენების შესახებ“, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, „რათა შეფასდეს შესაძლოა მოქმედებები სხვა ქვეყნებში მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში“.ესპანეთის სამართალდამცველი ორგანოები ცდილობენ კავშირის დადგენას გზავნილებს შორის და არ გამორიცხავენ ნებისმიერ ჰიპოთეზას. ამასთან, ტელეარხმა Sexta-მ განაცხადა, რომ ესპანეთის პოლიცია ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ამ გზავნილების უკან რუსეთის სპეცსამსახურები ან რამე ორგანიზებული დაჯგუფება დგას.გაზეთი Pais გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ არცერთ გზავნილს არ ერთვოდა რაიმე სახის ჩანაწერი ან მუქარის ტექსტი.ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველობით გზავნილი გაიგზავნა უკრაინის საელჩოში მადრიდში, იარაღის კომპანია Instalaza-ში, სამეფოს თავდაცვის სამინისტროში და ავიაბაზა ტორეხონ–დე–არდოსზე. გარდა ამისა, ესპანეთის პოლიციამ 24 ნოემბერს ხელში ჩაიგდო კონვერტი, სავარაუდოდ, „პიროტექნიკური ნივთიერებით“, რომელიც ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესისთვის იყო განკუთვნილი.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რიგით მეექვსე გზავნილი, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებით, მადრიდში აშშ-ის საელჩოში აღმოაჩინეს. სპეცდანიშნულების რაზმებმა გზავნილი ააფეთქეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ესპანეთი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23456/32/234563239_322:0:3879:2668_1920x0_80_0_0_e40c94e22cdc6ced7809d2b7204c6322.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ესპანეთი , ევროპა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ესპანეთი , ევროპა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რა ხდება ესპანეთში - გზავნილები ასაფეთქებელი ნივთიერებებით
17:26 02.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) ესპანეთის პოლიცია ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ გზავნილებს მიღმა რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფერნანდო გრანდე-მარლასკამ ქვეყანაში რამდენიმე გზავნილის აღმოჩენის შემდეგ, რომლებშიც ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო, ევროპულ ქვეყნებს წერილობით აცნობა, რომ ეს გზავნილები შეიძლება უკრაინაში კონფლიქტს უკავშირდებოდეს, იუწყება
РИА Новости სააგენტო Europa Press-ზე დაყრდნობით.
ესპანელმა მინისტრმა წერილი გაუგზავნა, მათ შორის, ევროპელ პარტნიორებს და ასევე ევროკომისიებს. წერილში მან აღნიშნა, რომ „საჭიროდ მიაჩნია მიაწოდოს ინფორმაცია ევროპულ ინსტიტუტებს, წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებს ამ მოვლენების შესახებ“, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, „რათა შეფასდეს შესაძლოა მოქმედებები სხვა ქვეყნებში მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში“.
ესპანეთის სამართალდამცველი ორგანოები ცდილობენ კავშირის დადგენას გზავნილებს შორის და არ გამორიცხავენ ნებისმიერ ჰიპოთეზას. ამასთან, ტელეარხმა Sexta-მ განაცხადა, რომ ესპანეთის პოლიცია ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ამ გზავნილების უკან რუსეთის სპეცსამსახურები ან რამე ორგანიზებული დაჯგუფება დგას.
გაზეთი Pais გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ არცერთ გზავნილს არ ერთვოდა რაიმე სახის ჩანაწერი ან მუქარის ტექსტი.
ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველობით გზავნილი გაიგზავნა უკრაინის საელჩოში მადრიდში, იარაღის კომპანია Instalaza-ში, სამეფოს თავდაცვის სამინისტროში და ავიაბაზა ტორეხონ–დე–არდოსზე. გარდა ამისა, ესპანეთის პოლიციამ 24 ნოემბერს ხელში ჩაიგდო კონვერტი, სავარაუდოდ, „პიროტექნიკური ნივთიერებით“, რომელიც ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესისთვის იყო განკუთვნილი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რიგით მეექვსე გზავნილი, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებით, მადრიდში აშშ-ის საელჩოში აღმოაჩინეს. სპეცდანიშნულების რაზმებმა გზავნილი ააფეთქეს.