https://sputnik-georgia.com/20221202/garibashvilma-nugzar-sharias-gardacvalebis-gamo-mwuxareba-gamotqva-272657716.html
საქართველოს პრემიერი ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერი ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და... 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T13:00+0400
2022-12-02T13:00+0400
2022-12-02T17:47+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791345_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_44181e8f55c2131bd28304b93f92cc1a.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია გუშინ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.ნუგზარ შარიას შესრულებული აქვს როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“ და ა.შ.მსახიობი 1970 წელს სამოგზაუროდ გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. მოგვიანებით მან პარიზში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და მუშაობა დაიწყო რადიო „თავისუფალი ევროპისა“ და „თავისუფლების“ პარიზის განყოფილებაში.1971 წელს შარია ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც კინორეჟისურის თემაზე ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდა.2020 წლის თებერვალში ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი ნუგზარ შარია „ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავჯდომარედ აირჩიეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791345_0:0:1144:858_1920x0_80_0_0_db7c4f2a0d766449db3ea265903bb3b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს პრემიერი ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
13:00 02.12.2022 (განახლებულია: 17:47 02.12.2022) თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია გუშინ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო. ბატონმა ნუგზარმა არაერთი დაუვიწყარი როლით შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კინოხელოვნების ისტორიაში“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ნუგზარ შარიას შესრულებული აქვს როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“ და ა.შ.
მსახიობი 1970 წელს სამოგზაუროდ გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. მოგვიანებით მან პარიზში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და მუშაობა დაიწყო რადიო „თავისუფალი ევროპისა“ და „თავისუფლების“ პარიზის განყოფილებაში.
1971 წელს შარია ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც კინორეჟისურის თემაზე ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდა.
2020 წლის თებერვალში ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი ნუგზარ შარია „ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავჯდომარედ აირჩიეს.